ჯანმრთელობა

7 მითი მენოპაუზის შესახებ, რომელიც ახლავე უნდა დაივიწყოთ

7 მითი მენოპაუზის შესახებ, რომელიც ახლავე უნდა დაივიწყოთ

მენოპაუზა ყველა ქალის ცხოვრების ბუნებრივი და ნორმალური ნაწილია, ისევე როგორც მენსტრუაცია. საზოგადოებაში არსებობს მრავალი მითი მენოპაუზის შესახებ, რომელიც უკვე დროა, რომ სიმართლით ჩავანაცვლოთ! 

მითი #1 - თუ თქვენ გაწუხებთ ცხელება (ე.წ. „ალები“), მეხსიერების დაქვეითება ან წონაში მატება, მაშინ მენოპაუზა გაქვთ

მხოლოდ იმიტომ, რომ მენოპაუზის დროს, ზოგიერთ ქალს აღენიშნება ე.წ. „ალები“, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც გექნებათ. სინამდვილეში, აღნიშული ცხელება ან სხვა უსიამოვნო სიმპტომები, შეიძლება მენოპაუზის წინა პერიოდის - პერიმენოპაუზის ნიშანი იყოს. ამასთან, მენოპაუზა არ იწვევს წონის მატებასა და მეხსიერების დაკარგვას - ეს სხვა ფაქტორების შედეგია.

მითი #2 - მენოპაუზა ყოველთვის 50 წლის ასაკიდან იწყება

მენოპაუზა შეიძლება დაიწყოს 30 წლის ასაკშიც - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მედიკამენტებს იღებთ, ეწევით თუ არა, გაგიკეთებიათ თუ არა ოპერაცია, როგორი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ან გენეტიკა გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზის საშუალო ასაკი 51 წელია, შესაძლებელია, ის 40 წლამდეც დაიწყოს.

მითი #3 - მენოპაუზის დროს, აღარ შეგაწუხებთ ქალური ტკივილები

მენოპაუზის დროს, სრულიად შესაძლებელია, მენჯის არეში იგრძნოთ ტკივილი და სპაზმი. თანაც, მაშინაც კი, თუ მენსტრუაცია უკვე აღარ გაქვთ. დაიმახსოვრეთ, თქვენი საშვილოსნო კუნთებითაა აშენებული. სწორედ ამ ქსოვილების გაღიზიანება და შეკუმშვაა ტკივილისა თუ სპაზმის მთავარი მიზეზი.

მითი #4 - მენოპაუზის დაწყების წინ დაორსულება შეუძლებელია

მართალია, რაც უფრო იზრდება ასაკი, მით ნაკლებია დაორსულების შანსი, მაგრამ ქალები კვლავ ოვულაციას განიცდიან მენოპაუზის დაწყების წინ, მაშინაც კი, როდესაც მენსტრუალური ციკლი უკვე არარეგულარულია.

მითი #5 - მენოპაუზა ავადმყოფობაა

მენოპაუზა არ არის ავადმყოფობა, ეს არის ქალის ცხოვრების ნაწილი - ზუსტად ისევე, როგორც მენსტურაცია, ორსულობა და მშობიარობა. ეს თქვენი ცხოვრების მეორე ეტაპის დასაწყისია - დრო, როდესაც თქვენს სხეულს აღარ შეუძლია შვილის გაჩენა.

მითი #6 - თუ რამდენიმე მენსტრუაცია გამოტოვეთ, მენოპაუზის პერიოდი დაიწყო

იმისთვის, რომ დაადგინოთ, უკვე დაიწყო თუ არა მენოპაუზის პერიოდი, მნიშვნელოვანია, რომ მენსტრუაციის გარეშე ერთი წელი უნდა იყოს გასული. სხვა შემთხვევაში, დაორსულება კვალავ შესაძლებელია. თუ 12 თვის შემდეგ, კვლავ დაგეწყოთ მენსტრუალური პერიოდი, მაშინ ვერ იქნებით დარწმუნებული, მიაღწიეთ თუ არა მენოპაუზის ეტაპს.

მითი #7 - მენოპაუზის სიმპტომები სამუდამოდ გრძელდება

მენოპაუზის დროს, თქვენს სხეულში ეცემა ესტროგენის დონე, ხოლო თქვენ გჭირდებათ რაღაც პერიოდი, რათა ამ დიდ ცვილებას შეეგუოთ. სწორედ ამიტომ, მენოპაუზის სიმპტომები შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ სამუდამოდ ნამდვილად არა!

როგორც წესი, სიმპტომები ყველაზე შემაწუხებელია მენოპაუზის დასაწყისში (პირველი ორი წლის განმავლობაში). ეს სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს თქვენი ბოლო მენსტრუაციის შემდეგ, დაახლოებით 4 წლიდან, მაქსიმუმ 7 წელამდე. მაგრამ ამ დროს, დისკომფორტი ნამდვილად ნაკლებად შემაწუხებელი ან თითქმის შეუმჩნეველი იქნება.