18 მარტის სავსემთვარეობის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
- 16.03.2022
დააკვირდით ზეცას 18 მარტს, დილით ადრევე, რათა ამ თვის სავსე მთვარე დაინახოთ. მნათობი პიკს დილით, 11:17 საათზე მიაღწევს, ამიტომ ნაკლები შანსია, რომ დღის შუქზე, ის შეამჩნიოთ.
ასტროლოგიაში მთვარე ემოციებისა და ინტუიციის სფეროს აღმნიშვნელია. ნათქვამია, რომ მთვარის რვა ფაზიდან თითოეული განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე. ასტროლოგაში, სავსე მთვარე, ესაა კულმინაციისა და განთავისუფლების დრო.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველი სავსე მთვარე, იმ ნიშნის ენერგიას იღებს, სადაც ის ხდება. მარტის სავსე მთვარე, მეტსახელად ჭია მთვარე, (რაც გაზაფხულზე აღმოცენებულ მიწის ჭიებს აღნიშნავს) ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში მოხდება. ის ცნობილია როგორც მოწესრიგებული, სტაბილური და ორგანიზებული ნიშანი. ამიტომ, ამ სავსემთვარეობის მთავარი გამოწვევაც რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია იქნება.
ვერძი
ძვირფასო ვერძებო, სამსახურში თქვენი ამოცანები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. 16-20 მარტის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ფრთხილად იყავით, არ აიღოთ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე შეგიძლიათ.
კურო
სიყვარული ჰაერშია, კუროებო. იყავით გაბედული, დაგეგმეთ რომანტიკული საღამო, მისწერეთ თქვენს მნიშვნელოვან ადამიანს ან გადადგით პირველი ნაბიჯი. დიახ, გადით გარეთ, შეხვდით ახალ ადამიანებს და ნუ გაგიკვირდებათ, თუ სწორედ ამ დღეებში შეხვდებით თქვენს მომავალ პარტნიორს.
ტყუპები
ტყუპებო, თქვენთვის მარტის სავსე მთვარის თემა ძალიან მარტივია: ეს შენ ხარ. ერთი ნაბიჯით ჩამშორდით სამსახურსა და სხვა ვალდებულებებს, რათა შინაგანი ბალანსი აღიდგინოთ.
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ამ სავსე მთვარეზე, შესაძლოა მარტოობაში მოგინდეთ დროის გატარება. და იცით რა? - ეს პრობლემას არ წარმოადგენს. გააუქმეთ ყველა სოციალური ღონისძიება, სცადეთ მედიტაცია, იოგა ან თბილი აბაზანის მიღება. გააკეთეთ ყველაფერი, რაც განტვირთვაში დაგეხმარებათ.
ლომი
ლომებო, გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ფინანსების ხელახლა გასაცნობად. თქვენ მოგიწევთ შეაფასოთ თქვენი ბიუჯეტი და სავარაუდოა, რომ ზაფხულის თავგადასავლებისთვის, ფინანსების დაზოგვასაც დაიწყებთ.
ქალწული
ძვირფასო ქალწულებო, ამ სავსე მთვარის დროს, დიდ აღიარებასა და სიყვარულს მიიღებთ. თითქოს ყველა ადამიანი, ვისაც იცნობთ და არ იცნობთ, მონუსხული იქნება თქვენი არსებობით. დაფიქრდით, რა არის ის, რასაც ყველაზე მეტად აფასებთ საკუთარ თავში, ჩამოწერეთ სია და საკუთარ თავს, კუთვნილი სიყვარული უწილადეთ.
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც ზედაპირის ქვეშ მწიფდება. უკმაყოფილება ან იმედგაცრუება, რომელსაც გრძნობდით, შესაძლოა კონფლიქტების წინაპირობა გახდეს. ჩვენი რეკომენდაციაა ამოისუნთქეთ, შეიკავეთ თავი, ლოგიკურად შეაფასეთ სიტუაცია, მაქსიმალურად აიცილეთ კონფლიქტი და არ თქვათ ის სიტყვები, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
მორიელი
ძვირფასო მორიელებო, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რასაც ამბობთ, არამედ ის, თუ როგორ ამბობთ. ბოლომდე მოუსმინეთ სხვა ადამიანს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით რჩევა. ნუ იქნებით მკაცრი, მიეცით სხვებს საშუალება, თავად აირჩიონ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
მშვილდოსანი
ბოლო პერიოდში, ჩვეულებრივზე მეტს მუშაობდით? სანამ დიდხანს იწუწუნებთ, გაითვალისწინეთ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თქვენს კარიერაზე. დაფიქრდით, გეხმარებათ ეს თქვენი მიზნების მიღწევაში? თუ ასეა, გააგრძელეთ თავდაუზოგავი შრომა - სულ მალე, თქვენი საქმიანობით ყველა აღფრთოვანდება!
თხის რქა
ეს სავსე მთვარე, თქვენს შინაგან მოგზაურს გააღვიძებს. დაფიქრდით, თუ როგორ დაარღვიოთ თქვენი რუტინა და იპოვეთ იდეალური მოგზაურობის ფორმა - იქნება ეს შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა თუ ქალაქის უცნობი ქუჩების აღმოჩენა. იქნებ, საგაზაფხულო არდადეგების საკუთარი ვერსიაც კი დაგეგმოთ.
მერწყული
ძვირფასო მერწყულებო, ამ სავსე მთვარის დროს, ყველა ადამიანი თქვენს ნერვებს დატესტავს და თქვენს საქმეში ჩაერევა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ გრძნობთ თავს. ჩვენი რეკომენდაციაა, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაისეირნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წამოიწყეთ დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან თქვენი საზღვრები.
თევზები
თევზებო, ამ სავსემთვარეობაზე, ილაპარაკეთ გულიდან. აჩვენეთ ადამიანებს, რომ გიყვართ ისინი - მისწერეთ მეგობრებს ან გაუგზავნეთ სენტიმენტალური საჩუქარი. დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანები და გაეცით იმდენი სითბო, რამდენიც შეგიძლიათ. მალე ის ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ!
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ასტროლოგიური პროგნოზი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია