ყველას მოგვწონს „ბალეტკების“ მინიმალისტური ესთეტიკა და პრაქტიკულობა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი დიდება წარსულს ჩაბარდა - ახლა მოდაში „მერი ჯეინებია“.
ფეხსაცმელი „მერი ჯეინი“ პირველად მე-19 საუკუნეში გამოჩნდა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი დიზაინის წყალობით, ის ნებისმიერ ლუქს უხდება.
დიახ, სწორად წაიკითხეთ - მთელი გასული საუკუნის განმავლობაში, ეს უბრალო ფეხსაცმელი, ყველაზე მოდური იყო ... და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ჯერ არ დასრულებულა.
· დუა ლიპა - თანამედროვე მოდის აიკონი მარკ ჯეკობსის „მერი ჯეინებში“
· მოდის სამყაროში კარგაც ცნობილი ბლანკა მირო, მიუ მიუს „მერი ჯეინებში“
· ფრანგი ბლოგერი, სტილისტი და უბრალოდ ლამაზმანი, ჟანა დამასი, ასევე მიუ მიუს „მერი ჯეინებში“
როგორც ხედავთ, მსოფლიოს ყველაზე მოდური გოგონები, ნამდვილად „მერი ჯეინს“ ირჩევენ!
შთაგონებისთვის:
თემები: სტილი, ფეხსაცმელი, 2022 წლის ტრენდი, მერი ჯეინი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია