როგორ ვუშველოთ გადაღლილ თვალებს? - თანამედროვე სამყაროს დაავადება
- 17.03.2022
იცოდით, რომ ადამიანი ყოველდღიურად, საშუალოდ, 3 საათზე მეტს ატარებს მხოლოდ მობილურ ტელეფონთან? საათები მკვეთრად გაიზრდება, თუ იმ დროზე ვისაუბრებთ, რასაც ადამიანი ზოგადად ეკრანებთან - კომპიუტერთან და ტელევიზორთან ატარებს - საშუალოდ, ამერიკელები 7 საათზე მეტს უთმობენ ეკრანის ყურებას.
ციფრული სამყარო შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს თვალებისთვის, რადგან ეკრანთან გატარებული ყოველი წამი, დაძაბულ თვალებს ნიშნავს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილი თვალების სინდრომი, თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემებიც კი.
1. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი
თვალის დაღლილობის შემსუბუქების კარგი გზაა, ოთახში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თვალების ტენიანობა და შეამციროთ დაძაბულობა.
2. დაისვენეთ ყოველ 20 წუთში ერთხელ
თუ გრძნობთ, რომ თქვენი თვალები დაძაბულია, მნიშვნელოვანია ყოველ 20 წუთში ერთხელ შეისვენოთ. ადექით და გაიარეთ, დალიეთ წყალი და მოაშორეთ თვალები ეკრანიდან. ამისთვის, მხოლოდ 5 წუთიც კი საკმარისი იქნება.
3. სცადეთ ხელოვნური ცრემლები
თუ თქვენ თვალების დაღლილობა გაწუხებთ, შეგიძლიათ სცადოთ ხელოვნური ცრემლები. ეს დაგეხმარებათ თვალების დატენიანებაში და შეამცირებს დაძაბულობას.
4. შეასრულეთ თვალის ვარჯიშები
თვალის ვარჯიშები, ასევე დაგეხმარებათ დაღლილობის მოხსნაში. არსებობს მრავალი განსხვავებული სავარჯიშო, რომლის გაკეთებაც შეგიძლიათ, ამიტომ მნიშვნელოვანია იპოვოთ ის, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს თქვენთვის. ქვემოთ მოცემული თვალის ვარჯიში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში.
· რამდენიმე წამის განმავლობაში, ფოკუსირება მოახდინეთ შორეულ ობიექტზე. შემდეგ კი, გადმოიტანეთ მზერა ახლომდებარე ობიექტზე - ერთ ჯერზე, გაიმეორეთ ეს მოქმედება ხუთჯერ.
· შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ რამდენიმე წამის განმავლობაში.
· გაახილეთ თვალები და გაიმეორეთ ეს ვარჯიშები საჭიროებისამებრ.
5. გამოიყენეთ ეკრანის დამცავი
თუ იყენებთ ტელეფონს ან ტაბლეტს, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ეკრანის დამცავი. ეს დაიცავს თქვენს თვალებს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც გამოიყოფა მოწყობილობიდან.
6. დაარეგულირეთ თქვენი მოწყობილობა
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი მოწყობილობის გარჩევადობა და დისპლეის პარამეტრები, რომ შეამციროთ მავნე ზემოქმედება. არსებობს დისპლეის პარამეტრების მრავალი განსხვავებული ასპექტი, როგორიცაა კონტრასტი, სიკაშკაშე და სხვა, რომლებიც შეგიძლიათ შეამციროთ ისე, რომ თქვენი თვალებისთვის, ეკრანი კომფორტულად გამოიყურებოდეს.
7. ატარეთ დამცავი სათვალეები
თვალის დაღლილობის მოხსნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა დამცავი სათვალის ტარებაა. თუ თქვენ აპირებთ კომპიუტერზე მუშაობას, დარწმუნდით, რომ გიკეთიათ კარგი დამცავი სათვალე. ბაზარზე მათი მრავალი ტიპია ხელმისაწვდომი, ამიტომ შეარჩიეთ თქვენზე მორგებული მოდელი!