მიადეთ ხელისგულები ერთმანეთს და დააკვირდით სიყვარულის ხაზს - ეს თქვენი პარტნიორის ფარულ ზრახვებს გამცნობთ!
- 18.03.2022
ადამიანის ხელებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ... განსაკუთრებით კი, როცა საქმე სიყვარულს ეხება. დაიმახსოვრეთ, ხელები არ ტყუიან და ისინი ჭეშმარიტ ინფორმაციას გვაძლევენ!
თუ სიყვარულის ხაზები, ერთ დონეზეა
თუ თქვენს პარტნიორს, სიყვარულისა და ქორწინების ხაზები ერთ დონეზე აქვს, გაგიმართლათ: მას სერიოზული განზრახვა აქვს და სტაბილური ურთიერთობისკენ მიისწრაფვის. ის რაციონალური ადამიანია და არ მოსწონს მოულოდნელი ცვლილებები. მას რბილი ხასიათი აქვს და მუდმივად ზრუნავს საყვარელ ადამიანზე.
თუ მარცხენა ხელის სიყვარულის ხაზი უფრო დაბლაა
ეს ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ასაკით უფროს პარტნიორს, რადგან თავად, ნაადრევად დაბრძენებული ადამიანია. ამ ხაზების პატრონი კარგი საყვარელია, რადგან ყურადღებას არ აქცევს რომანტიკულ თუ სოციალურ სტანდარტებს. ის ხშირად უსმენს მეექვსე გრძნობას, რომელიც იშვიათად ცდება.
თუ მარცხენა ხელის სიყვარულის ხაზი უფრო მაღლაა
ეს ადამიანი არ ჩქარობს სერიოზული ურთიერთობის დაწყებას და არც სიყვარულს თვლის ბედნიერების მიზეზად. მაგრამ როდესაც ის საბოლოოდ გადაწყვეტს აირჩიოს ცხოვრების პარტნიორი, ის აუცილებლად მასზე ახალგაზრდა და განსხვავებული ეროვნების იქნება. მას თვალებით უყვარს და თავდაჯერებული, მიზანდასახული, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელიც ადვილად გადალახავს ნებისმიერ დაბრკოლებას.
თემები: ტესტი, რჩევები ქალებს, წყვილი, თავდაჯერებულობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია