LIFE

3 ოქროს წესი, როგორ დაივიწყო ის, ვის დავიწყებასაც ვერ ახერხებ

3 ოქროს წესი, როგორ დაივიწყო ის, ვის დავიწყებასაც ვერ ახერხებ

1. ნუ ფიქრობ, რომ „მასზე ფიქრი უნდა შეწყვიტო“

რაც უფრო მეტად შეეცდები, რომ „მასზე ფიქრი უნდა შეწყვიტო“, მით უფრო რთული იქნება. მიზეზი მარტივია - მასზე ფიქრის შეჩერების მცდელობისას, მასზე უფრო მეტ ფიქრს დაიწყებ.

ეს იგივეა, რომ თქვა, „შოკოლადის ნამცხვარზე არ უნდა ვიფიქრო“ - გამოიცანი რა მოგინდება მუდმივად? რა თქმა უნდა, შოკოლადის ნამცხვარი! ძალიან ადამიანური, ბუნებრივი მომენტია გინდოდეს ის, რისი მიღებაც არ შეგიძლია...

იგივეა ფიქრების შემთხვევაშიც. რაც უფრო მეტად ცდილობ თავიდან აიცილო, მით უფრო მეტად ფიქრობ. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი არის ყურადღების გადამისამართება - იფიქრე საკუთარ თავზე, შენს მომავალზე და ახალ მშვენიერ იდეებზე, რომლებიც შენს გონებას დაიკავებს.

2. მოერიდე სოციალურ მედიაში თვალყურის დევნებას

თუ კონკრეტული ადამიანის დავიწყება გინდა, მაშინ სოციალური მედია მთავარი მტერია. დაგიჭერია საკუთარი თავი, როგორ სქროლავ მის Facebook-ს და დეტექტივივით ცდილობ გაარკვიო ახლა სად არის, ვისთან ერთად ერთობა და უკვე მოსწონს თუ არა ვინმე ახალი?...

ეს მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. მოერიდე საძიებო ველში მისი სახელის ჩაწერას და თუ ეს სურვილი გადაულახავია, მაშინ გამოურთე შეტყობინებები მის პროფილს - ასე გარანტია გექნება, რომ მისი ფოტო, მოულოდნელად არ გამოჩნდება შენს კედელზე. თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ შეეგუები. რაც უფრო ნაკლები გეცოდინება მისი ადგილსამყოფელის შესახებ, მით უკეთესი.

3. შექმენი ახალი მოგონებები

იპოვე ის, რაც დაგეხმარებათ აზრების გადანაწილებაში. მაგალითად, ახალი ჰობი, ახალი კურსი, ახალი ნაცნობები - ის, რაც შენს ხელებსა და გონებას, ერთდროულად დაიკავებს.

იმოგზაურე, შეხვდი ახალ ადამიანებს, გაატარე დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, გამოიკვლიე სამყარო შენს გარშემო და შექმენი ისტორიები, სადაც „ის“ არ არსებობს, სადაც მისი ადგილი არ არის...

ნუ იჯდები და ნუ გამოიტირებ შენს ცხოვრებას. ჯერ არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება, უბრალოდ ახალი თავგადასავლები, ჰაერივით გჭირდება!