LIFE

5 ნიშანი, რომ მანიპულატორი ხარ, თანაც ისე, რომ ვერ აანალიზებ!

5 ნიშანი, რომ მანიპულატორი ხარ, თანაც ისე, რომ ვერ აანალიზებ!

1. მიზნის მისაღწევად, ყველაფერზე წამსვლელი ხარ...

მანიპულირება არის გარკვეული შედეგის მიღების მცდელობა. თუ ბუნებით მანიპულატორ ადამიანს, დასახული მიზნის მიღწევა უჭირს, ამან შეიძლება აიძულოს გააკეთოს ყველაფერი, რათა მიიღოს ის, რაც სურს, თუნდაც სხვა ადამიანების ხარჯზე.

მისთვის არ არსებობს პასუხი „არა“ და დასახული მიზნის მისაღწევად, ყველაფერზე მარტივად მიდის...

2. გიჭირს პირდაპირ გამოხატო შენი საჭიროებები

ფსიქოლოგების აზრით, მანიპულირება შეიძლება წარმოიშვას უუნარობისგან უბრალოდ თქვა ის, რასაც გრძნობ ან გჭირდება.

მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მეგობარს ძიძის მოძებნაში დახმარება სთხოვოს, მანიპულატორი ადამიანი, ამბობს: „ღმერთო, ძალიან მინდა ამაღამ გარეთ გასვლა, მაგრამ სახლში უნდა დავრჩე ბავშვებთან. ძალიან რთულია დედობა."

3. მარტივად და ხშირად იტყუები...

ცხადია, რომ ტყუილი, თავისი ბუნებით, მანიპულირების ყველაზე პირველადი ფორმაა. ამიტომ, მანიპულატორი ადამიანი უბრალოდ თავს ვერ იკავებს, რომ არ მოიტყოს, ან რეგულარულად თავს არიდებს, უგულებელყოფს სიმართლეს.

ასევე ცხადია, რომ მას ამისთვის კონკრეტული მიზეზები გააჩნია. ამ შემთხვევაში, სიმართლის დამალვა, მანიპულირების ყველაზე მარტივი გზაა.

4. სხვებს თავს დამნაშავედ აგრძნობინებ

მანიპულატორები არიან დანაშაულის ჩადენის ოსტატები. სხვა ადამიანს თავი დამნაშავედ აგრძნობინო, რათა შედეგად, რამე არ თქვას ან არ გააკეთოს, მანიპულირების მთავარი მაგალითია.

5. შენ არ ასრულებ დაპირებებს...

დიახ, დაპირებების გაცემა და მათი სისტემატიური დარღვევა, არის მანიპულირება. შესაძლოა, დაპირების გაცემის მომენტში, მანიპულატორი ადამიანი სრულად გულწრფელი იყო, მაგრამ ახლა, უბრალოდ არ უღირს ძვირფასი დროის დაკარგვა. ან უარესი, შეიძლება არასოდეს ჰქონია განზრახული დაპირების შესრულება...

ნებისმიერ შემთხვევაში, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან რომანტიკულ პარტნიორებისთვის დაპირებების მიცემა, რომელსაც არ ასრულებ, არის მათი მანიპულირების მცდელობა, რათა ისინი შენს ცხოვრებაში დარჩნენ...