1. ის არ არის დარწმუნებული, რომ თქვენი მიტოვება სწორი არჩევანი იყო.
ზოგიერთი კაცი გაურბის კონფლიქტებს და როდესაც ურთიერთობა რთულდება, მათ გაქცევა სურთ. ზოგჯერ კაცს არარეალური ან არაჯანსაღი მოლოდინები აქვს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს ურთიერთობა. მას შეიძლება სჯეროდეს, რომ წყვილები არასოდეს ჩხუბობენ...
როდესაც გაიგებს, რომ ეს ასე არ არის, ის შესაძლოა გაიქცეს. მაგრამ, როდესაც ცივი გონებით შეაფასებს სიტუაციას, მიხვდება, რომ კონფლიქტის გარეშე არც ერთი ურთიერთობა არ არსებობს, მას ისევ თქვენთან მოუნდება დაბრუნება...
2. მან დაინახა, რომ რეალურად, თქვენ სხვებზე უკეთესი ხართ.
ამბობენ, რომ უცხო ხილი უფრო საინტერესოა. მაგრამ როდესაც უცხო, ძალიან ნაცნობი ხდება, ხვდები, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
შესაძლოა მან სცადა სხვა გოგოების გაცნობა და აღმოაჩინა, რომ თქვენ არც ისეთი ცუდი წყვილი იყავით - და ის თქვენთან დაბრუნებას ცდილობს!
3. შესაძლოა, თქვენს საზღვრებს ამოწმებს...
შესაძლოა ამას განზრახ არ აკეთებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ „დაშორება“ ზოგიერთი კაცის ჩვევაა. დიახ, მან სამოგზაუროდ წასვლა ან რამდენიმე თვიანი გართობა მოინდომა...
როდესაც ეს პერიოდიც ჩაივლის, აუცილებლად დაუბრუნდება თავის შეყვარებულს, რადგან იცის, რომ ქალი აუცილებლად შეურიგდება. მან იცის, რომ თქვენ მაინც აპატიებთ, სწორედ ამიტომაც ბრუნდება...
4. ის თავს დამნაშავედ გრძნობს და დამშვიდება სურს.
შესაძლოა, თქვენ ისეთი გრძნობა გაუჩინეთ, რომ თითქოს რაღაც საშინელი რამ ჩაიდინა. ახლა ის თავს დამნაშავედ გრძნობს და დარწმუნება სურს, რომ თქვენ და ის კვლავ შეძლებთ მეგობრობას. მას არ უნდოდა თქვენი გულის გატეხვა, მაგრამ არც შეყვარებულია...
5. კარგი სექსი გქონდათ
და ალბათ, ამ მიზეზს, არანაირი განმარტება არ სჭირდება.
6. ის თავს მარტოსულად გრძნობს, თქვენ კი უკვე კარგად ხართ.
ეს ხომ კლასიკური შემთხვევაა - ის ფიქრობდა, რომ ნაწილებად დაიშლებოდით და ცხოვრება დაგენგრეოდათ. თქვენ კი, უჩვეულოდ კარგად გამოიყურებით და კარგად ხართ... კი მაგრამ, რა ხდება? რატომ ხართ კარგად? სხვა შეგიყვარდათ?
...და სწორედ ახლა, ამ მომენტში, მოუნდა თქვენთან შერიგება...
7. ახალმა შეყვარებულმა ის მიატოვა და მას სურს გამოგიყენოთ.
თუ თქვენი კაცი მოღალატე იყო, მაშინ გეცოდინებათ, რომ მან შესაძლოა კვლავ მოინდომოს თქვენი გამოყენება - სანამ ზღვაში ახალ თევზს იპოვის.
8. თქვენ ახალი, კარგი სამსახური გაქვთ. ის კი - გაკოტრებულია!
ჩვენი აზრით, მეტის ღირსია! თქვენ რას ფიქრობთ?
9. მას ძალიან ეზარება სხვასთან ურთიერთობის დაწყება.
მან იცის, რომ ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება...
მას სურს, რომ აღარ მოუწიოს ამ ყველაფრის გამეორება; აღარ შეცვალოს რუტინა და უბრალოდ, კომფორტის ზონაში დარჩეს. თანაც, თქვენი დაპყრობა გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს!
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, პრობლემები, დაშორება