LIFE

რა არის უპასუხო სიყვარული? როგორ გავუმკლავდე უარყოფის მტკივნეულ გამოცდილებას?

რა არის უპასუხო სიყვარული? როგორ გავუმკლავდე უარყოფის მტკივნეულ გამოცდილებას?

ამბობენ, რომ სიყვარული, ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ნაწილია. მაგრამ ნამდვილად არა იმ ადამიანებისთვის, ვინც უპასუხო სიყვარულის  წინაშე დგას. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებაა...

რა არის უპასუხო სიყვარული?

მარტივად რომ ვთქვათ, უპასუხო სიყვარული არის გრძნობა, რომელიც ადამიანს არ უბრუნდება.  

უპასუხო სიყვარულის ფორმები:

არსებობს უპასუხო სიყვარულის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის:

  •  გიყვარდეს ადამიანი, ვინც ამას არ გრძნობს და არც არასდროს იგრძნობს.
  • სიყვარული ყოფილი პარტნიორის მიმართ, რომელიც იგივეს აღარ განიცდის.
  • იმ ადამიანის სიყვარული ვინც მიუწვდომელია, რადგან ის დაქორწინებულია ან მყარ ურთიერთობაშია.  
  • მიჯაჭვულობა ადამიანზე, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხარ და, სავარაუდოდ, არც შეხვდები. მაგალითად, კინოვარსკვლავი, მომღერალი, მოდელი ან სხვა ცნობილი ადამიანი.  
  • იმ ადამიანის სიყვარული, ვისთანაც გაქვს ურთიერთობა, მაგრამ იმავე ინტენსივობით არ უყვარხარ.

უპასუხო სიყვარულის 3 ნიშანი:

  • თუ შენი გრძნობები და სიყვარული არ აირეკლება - სანაცვლოდ იგივეს ვერ იღებ.
  • თუ შენ ხარ ერთადერთი, ვინც ურთიერთობისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
  • თუ უბრალოდ, ის ემოციურად ხელმიუწვდომელია.

რა არის უპასუხო სიყვარულის მიზეზი?

სამწუხაროდ, უპასუხო სიყვარულის მიზეზი, ისევ შენს თავში უნდა ეძებო.

შესაძლოა შენ შექმენი ამ ადამიანის იდეალური სურათი გონებაში და დარწმუნებული ხარ, რომ მას აქვს ყველა ის თვისება, რომელსაც პარტნიორში ეძებ. კონკრეტული მიზეზის ძებნა შორს წაგვიყვანს, რადგან ის, ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია.

რაც არ უნდა იყოს შენი მიზეზი, მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგო თავი უპასუხო სიყვარულში, არ დაივიწყო საკუთარი სურვილები და არ მოექცე ამ გრძნობის გავლენის ქვეშ.

როგორ გავუმკლავდე უპასუხო სიყვარულს?

საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რასაც შეუძლია უპასუხო სიყვარულის ტკივილის გაყუჩება, დროა. დიახ, ეს ბანალური სიტყვები სიმართლეა. 

როგორ გადავლახო უპასუხო სიყვარული?

  • გაწყვიტე „მასთან“ კონტაქტი.
  • გადაიტანეთ  ყურადღება სხვა, ყოველდღიურ საქმეებზე.
  • საკუთარ თავს დრო მიეცი „გამოჯანმრთელებისთვის“.
  • მიიღე რეალობა. იყავი კრეატიული და ამ ფორმით გამოხატე საკუთარი გრძნობები.  
  • მთელი შენი ენერგია მომართე საკუთარი თავისკენ. დარწმუნდი, რომ შეგიძლია საკუთარი თავის მიღება.
  • მიეცი საკუთარ თავს უფლება განიცადო მტკივნეული ემოციები.
  • მოერიდე სოციალურ ქსელების „მის“ ანგარიშებს.
  • ფოკუსირება მოახდინე საკუთარ თავზე.
  • ისიამოვნე მეგობრებთან ურთიერთობით.
  • ისწავლე ადაპტაცია. ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი მიღებაც ამ გამოცდილებიდან შეგიძლია, ესაა იმის გაანალიზება, თუ რამდენი რამის შეცვლა შეგიძლია, თუკი რეალობას მიიღებ და შეცვლი საკუთარ პერსპექტივას. მოგვიანებით, ამის მადლობელი იქნები.  
  • აიძულე საკუთარ თავს გზის გაგრძელება. მაშინაც კი, თუკი დილაობით ლოგინიდან წამოდგომა ყოველდღიური ბრძოლაა.