-
ოჯახი უპირველესია!
არასოდეს დაივიწყო, ვინ იყო შენს გვერდით, როდესაც ცხოვრებას იწყებდი.
გამოყავი დრო: ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, შეყვარებულისთვის და შვილებისთვის.
ოჯახი უპირველესია, ხოლო კარიერა - მეორეხარისხოვანი.
-
დაუთმე დრო საკუთარ თავს.
არასდროს დაკარგო ბავშვური ცნობისმოყვარეობა.
არასდროს შეწყვიტო სწავლა: იკითხე წიგნები, გაიარე ონლაინ კურსები, უსმინე საინტერესო ლექციებს და გამოსცადე ახალი თავგადასავლები.
ყველაზე დიდ მოგებას მაშინ მიიღებ, როდესაც დროს საკუთარ თავს დაუთმობ.
-
ნუ შეედრები სხვებს.
„შედარება სიხარულის ქურდია“ - თეოდორ რუზველტი
ფოკუსირდი: შენს მიზნებზე, შენს გამოცდილებაზე, შენს გრძნობებზე და მთელი ყურადღება საკუთრი თავისკენ მიმართე.
ერთადერთი ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია, ესაა შენსა და შენს ანარეკლს შორის.
-
იპოვნე შენი ადამიანები.
შენ იმ გარემოს ნაყოფი ხარ, სადაც ცხოვრობ.
იპოვნე: კეთილი, გულწრფელი, პოზიტიური, ენერგიული, თანამგრძნობი და შთამაგონებელი ადამიანები.
ფრთხილად და გონივრულად აირჩიე მეგობრები.
-
მიიღე წარსული და გზა გააგრძელე.
შეწყვიტე წარსულით ცხოვრება. მაგრამ მისგან ისწავლე გაკვეთილი, რომელიც ბედნიერი მომავლის შექმნაში დაგეხმარება.
აწმყო ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია იმოქმედო, იცხოვრო და გიყვარდეს.
ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ნუ გაფლანგავ მას.
-
იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს.
„მე ვტიროდი, რადგან ფეხსაცმელი არ მქონდა, მაგრამ ვნახე ადამიანი, რომელსაც ფეხი არ ჰქონდა“ - ჰელენ კელერი
იყავი მადლიერი იმისთვის, რომ ესეთია შენი ცხოვრება: გაქვს სამსახური, სახლი, გყავს ოჯახი და ჯანმრთელი ხარ.
იყავი მადლიერი იმისთვის, რაც გაქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად „პატარაა“ შენი მადლიერების მიზეზი.
-
პატივი ეცი საკუთარ თავს.
ადამიანები ისე გექცევიან, როგორც შენ ექცევი საკუთარ თავს.
პატივი ეცი საკუთარ თავს: იმოქმედე, მიიღე საკუთარი თავი და მოიშორე ნეგატიური ადამიანები.
შენ შეგიძლია განსაზღვრო, თუ როგორ გექცევიან ადამიანები.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია