LIFE

თუ კაცის შეცვლას ცდილობთ: 5 მიზეზი, თუ რატომაა ეს ყველაზე დიდი შეცდომაა

თუ კაცის შეცვლას ცდილობთ: 5 მიზეზი, თუ რატომაა ეს ყველაზე დიდი შეცდომაა

 

  1. პირველ რიგში, თქვენი პარტნიორი შეცვლას არ აპირებს

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ შეგიძლიათ კატა ძაღლად გადააქციოთ. სამწუხაროდ, სიყვარული არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანის ხასიათი და ჩვეულებები შეიცვალოს.

მაგალითად, თუ თქვენ შეგიყვარდათ ადამიანი, რომელიც თავშეკავებულია და ნაკლებად გამოხატავს ემოციებს, ხოლო თქვენ მეტად ექსპრესიული ადამიანი გჭირდებათ, მაშინ თავს ქრონიკულად უკმაყოფილოდ იგრძნობთ.

სავარაუდოდ, ეს სხვაობა, დროთა განმავლობაში გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას. თუმცა ეს მაინც ვერ შეცვლის თქვენი მამაკაცის ხასიათს - მას უბრალოდ არ შეუძლია ემოციების გამოხატვა.
 
  1. იმის ნაცვლად, რომ „გამოასწოროთ“ თქვენი პარტნიორი, იფიქრეთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესებაზე

პარტნიორის შეცვლის არაცნობიერი სურვილის გამო, ბევრი ადამიანი ვერ ვითარდება, რადგან ის მთლიანად სხვა ადამიანის ჩვევებზე, ხასიათსა და ცხოვრების წესზეა ორიენტირებული.
 
  1. დაიმახსოვრეთ, ეს საშუალებას არ მოგცემთ ფოკუსირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რის მიღწევას ვცდილობ? რატომ ვბრაზდები? იქნებ პარტნიორი არაფერ შუაშია? იქნებ მასზე კი არა, სინამდვილეში ჩემს თავზე ვბრაზდები?

დაიმახსოვრეთ, რომ ბრაზი, როგორც წესი, არის ტკივილის, შიშისა და იმედგაცრუების გამოხატულება. ამიტომ ხშირად, როდესაც თავდაცვის რეჟიმში გადავდივართ, ყველაფერს პარტნიორისკენ მივმართავთ. თუმცა, სინამდვილეში, მიზეზი ჩვენი უხილავი შიშებია...
 
  1. როდესაც შეცვლით თქვენს პერსპექტივას, მოვლენებიც თავისთავად შეიცვლება

ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა მოითმინოთ რაიმე სახის შეურაცხყოფა ან უპატივცემულობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოლოდინები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს პარტნიორთან და როგორ აღიქვამთ მის ქმედებებს. ზოგადად, თქვენ იმდენად ბედნიერი ან იმედგაცრუებული იქნებით თქვენი რომანტიული ურთიერთობით, რამდენადაც თქვენი წარმოდგენები და რეალობა დაემთხვევა ან არ დაემთხვევა ერთმანეთს.  
 
  1. ეს ხელს შეგიშლით გულწრფელად განიხილოთ თქვენი ურთიერთობა...

...რადგან თქვენმა პარტნიორმა უკვე დაინახა ან უკვე იგრძნო, რომ მის შეცვლას აპირებთ. ამიტომ, ის დარწმუნებულია, რომ ახლა თქვენ თამაშობთ და რაღაც მიზნის მიზღევა გსურთ. შესაბამისად, მისი დამოკიდებულებაც არ იქნება გულწრფელი. ხოლო დროთა განმავლობაში, ეს ურთიერთობა, უბრალოდ დაინგრევა.