LIFE

გთხოვთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამ 3 ნივთის ტარება (ნებისმიერ ასაკში)!

გთხოვთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამ 3 ნივთის ტარება (ნებისმიერ ასაკში)!

გარდერობის გამარტივებასა და მინიმალისტურ სტილს, ძალიან ბევრი რამის ჩვენება შეუძლია. ამისთვის მთავარია ისწავლოთ, რა უხდება თქვენს სხეულს და თქვენი ცხოვრების წესს. მაგრამ, გაკვეთილები, რომლებსაც მინიმალიზმი მოგცემთ, ხშირად ტანსაცმელს საერთოდ არ უკავშირდება...

გთხოვთ, შეწყვიტამ 3 ნივთის (იქნებ, ტვირთის ან ბარგი უფრო სწორი იქნებოდა?) ტარება:

  1. შეწყვიტეთ წარსული დანაშაულის ტარება:

წარსულიდან გამოყოლილი დანაშაულისა თუ სინანულის განცდებს, აწმყოში არაფერი ესაქმებათ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ისაა, რომ ხელს გიშლიან ამჟამინდელი ცხოვრებით ტკბობაში.

კარადის დალაგების დროს, თქვენ ახარისხებთ იმ ნივთებს, რომელშიც მართალია ფული გადაიხადეთ, მაგრამ ახლა ან აღარ გიხდებათ, ან აღარ მოგწონთ, ან უკვე ძველმოდურია, ამიტომ, ადგილს ათავისუფლებთ.

ზუსტად ასევე, თქვენ უნდა განსაზღვროთ რა აღარ გჭირდებათ ცხოვრებაში - მართალია თქვენ გადაიხადეთ ფული, დრო, ყურადღება და ემოციები, მაგრამ ახლა, მათი გაშვების დროა. თუ საჭიროა, მოიხადეთ ბოდიში, აპატიეთ და აირჩიეთ ცხოვრება დანაშაულისა და სინანულის გარეშე.

  1. შეწყვიტეფიქრი, რომ სხვებს რამე უნდა დაუმტკიცოთ:

ადამიანები ყიდულობენ იმაზე მეტ ტანსაცმელს, ვიდრე რეალურად სჭირდებათ. ამიტომ აგროვებენ იაფფასიანი კაბებისა თუ ფეხსაცმელების მთელ კოლექციას. ამით, ისინი ცდილობენ სხვა ადამიანებს დაანახონ, რამდენად ჭკვიანები, ლამაზები, სექსუალურები და მიმზიდველები არიან. ჩაცმის საშუალებით, ისინი ცდილობენ სხვებს დაუმტკიცონ, რამდენს მიაღწიეს...

მაგრამ, მოდი ვაღიაროთ, რომ თუ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი თავის ჩვენება და საკუთარი ადგილის დამტკიცება გჭირდებათ, ეს სიყვარული არ არის. მოდუნდით, ამოისუნთქეთ და მიეცით სხვებს საშუალება, რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ; შეიყვარონ თქვენი პიროვნება. არა ის, თუ რას მიაღწიეთ ან რამდენად წარმატებული ხართ, არამედ ის, ვინც რეალობაში ხართ...

როგორც კი შეწყვეტთ საკუთარი თავის დამტკიცებას, შეძლებთ გახდეთ თქვენი თავის ნამდვილი და საუკეთესო ვერსია.

  1. შეწყვიტესხვა ადამიანების მოლოდინების სიმძიმის ტარება:

თქვენ არ ხართ კარგი ან ცუდი, მართალი ან არასწორი იმის გამო, რასაც სხვები ფიქრობენ. თქვენ არ შეგიძლიათ მათი მოლოდინების გაკონტროლება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ საკუთარი თავი და გადაწყვიტოთ, რომ სხვების გამო არ შეიცვლებით.

შვებაა იმის ცოდნა, რომ არ გაინტერესებთ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. როდესაც შეწყვეტთ სხვა ადამიანების მოლოდინებისა სიმძიმის ტარებას, გახდებით მსუბუქი, მარტივი და ნათელი.

როგორც მძიმე და შეუსაბამო ტანსაცმლის ტარებაა დამღლელი, ზუსტად ასევეა სხვების მოლოდინების ტარება. ჩაიცვით ის ტანსაცმელი, რომლის ჩაცმაც გსურთ. იცხოვრეისე, როგორც თქვენ გსურთ. სხვა დანარჩენი - უბრალოდ ზედმეტია.