„მივწერო თუ არ მივწერო ამ ბიჭს?“ - 8 მიზეზი, რატომ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი
- 04.05.2022
„ამ ბიჭს, პირველმა მე უნდა მივწერო?“
წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე დღის წინ შესანიშნავი ბიჭი გაიცანით - ინტელექტუალური, კეთილი, მხიარული და ძალიან მიმზიდველი!. თანაც შენიშნეთ, რომ მასაც მოსწონხარ! სოციალურ ქსელებშიც უკვე დაგიმატათ... ახლა კი ზიხართ და ელოდებით, როდის მოგწერთ. ნაცნობი სიტუაციაა, არა?
სინამდვილეში, მან შესაძლოა უბრალოდ არ მოგწეროთ. ყოველ შემთხევაში, ასე, მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ არ არის თქვენში დარწმუნებული, ან თქვენ ვერ დაანახეთ საკმარისი ინტერესი, ან უბრალოდ, არ უყვარს პირველი ნაბიჯის გადადგმა.
ცხადია, თქვენ ძალიან გინდათ მასთან საუბარი, გაქვთ ძლიერი სურვილი, რომ მისწეროთ, მაგრამ ყოყმანობთ. გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, პირველი ნაბიჯი ყოველთვის მამაკაცმა უნდა გადმოდგას. მაგრამ დაივიწყეთ ეს ყველაფერი. სავსებით ნორმალურია, რომ ბიჭს პირველმა თქვენ მისწეროთ. უფრო მეტიც - ხშირად, ეს შესანიშნავი იდეაა!
8 მიზეზი, რატომ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი
იმისდა მიუხედავად, რაც შესაძლოა ინტერნეტში წაიკითხეთ ან მეგობრებისგან მოისმინეთ, ქალის მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმას ბევრი სარგებელი აქვს. ჩვენ გთავაზობთ 8 ძირითად მიზეზს, რის გამოც შეგიძლიათ (და თან ზოგჯერ აუცილებელიც კია!) იმ ბიჭს მისწეროთ!
-
ურთიერთობის დასაწყისიდანვე, მისთვის გასაგები იქნება, რომ თქვენ ჩვეულებრივი ქალი არ ხართ.
-
თქვენ გამოავლენთ გამბედავ და თავდაჯერებულ ხასიათს, დაანახებთ, რომ ძლიერი ქალი ხართ.
-
შესაძლოა, აქამდე ვერ გამოხატეთ თქვენი ინტერესი, მიწერის შემთხვევაში კი, დარწმუნებული იქნებით, რომ მისთვის ყველაფერი გასაგებია.
-
შესაძლოა, ის ელოდება, რომ თქვენ გააგზავნით პირველ შეტყობინებას.
-
კონტროლს თქვენ აიღებთ, იმის ნაცვლად, რომ უსაქმოდ იჯდეთ და ელოდოთ, ის როდის მიიღებს გადაწყვეტილებას.
-
ნაკლებ დროს დაუთმობთ უაზრო ფიქრს და უფრო მალე გაარკვევთ, ნამდვილად დაინტერესებულები ხართ თუ არა, ან რამდენად კარგად ეწყობით ერთმანეთს.
-
თქვენი ინტერესი ერთმანეთის მიმართ სამუდამოდ არ გაგრძელდება.
-
და ეს ძალიან სექსუალურია!
თემები: ურთიერთობა, ქალები