სტილი

5 ნივთი, რომელიც ჰეილი ბიბერის აზრით, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს

5 ნივთი, რომელიც ჰეილი ბიბერის აზრით, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი, ინფლუენსერი და მოდის ხატი, ჰეილი ბიბერი საფრანგეთის Vogue-ის მაისის გოგოა. გამომცემლობასთან კოლაბორაციის ფარგლებში, მოდელი თავისი სტილის საიდულობს გვიზიარებს.

 

  • რა არის ჰეილი ბიბერის მოდის კრედო?

“კომფორტი უპირველეს ყოვლისა, მაშინაც კი, როცა საქმე სტილს ეხება”.
 
  • რა არის მოდელის გარდერობის აუცილებელი ნივთი?

“ძალიან კომფორტული ჯინსი, რომელიც შეიძლება ცეკვისთვისაც ჩაიცვათ”.
 
  • რა არის 5 ნივთი, რომელიც ყველა ქალ გარდერობში, ყოველთვის უნდა იყოს?  
 

1. კარგი ხარისხის, უნივერსალური, სამხედრო სტილის ჩექმები.


2. ტყავის ქურთუკი


3. დიდი ზომის ქაშმირის სვიტერი


4. ვიწრო ჯინსი

5. უნაკლოდ გადაჭრილი მაისური/ტოპი.


 

  • ვინ არის მოდელის სტილის ხატი?


„ლედი დიანა არის ადამიანი, რომლითაც ძალიან შთაგონებული ვარ: მომწონს მარტივი სილუეტები, სპორტული ტანსაცმლი და კომფორტი“.

  • რომელია მოდის ათწლეული, რომელიც ჰეილი ბიბერს, ყველაზე მეტად აგონებს?


„მომწონს 60-იანი წლების მოდა. მაგრამ, მე მაინც 90-იანი წლების ბავშვი ვარ. აღმაფრთოვანებს ყველაფერი, რაც ამ ათწლეულს უკავშირდება: მოდელები, მუსიკა, ფილმები და რა თქმა უნდა, ამ ეპოქის სტილი“.