1. ისინი გონების ჩურჩულს უსმენენ
საუბარია გრძნობაზე, რომელიც უკავშირდება იმას, რისი გაკეთებაც გსურთ ცხოვრებაში. ასევე, დააკვირდით, როგორ ვეწინააღმდეგებით ამ დაბალ ხმას. აღმოვაჩენთ, რომ თავშეკავებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე წინსვლას.
მარტივად რომ ვთქვათ, ინტუიცია წინ გიბიძგებთ, უკეთეს გზას გიჩვენებთ. სამყარო გამუდმებით გველაპარაკება ნიშნებით, მოწოდებებით, იდეებითა და შთაგონებით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შეგრძნებებს. დაუკავშირდით ინტუიციას და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ? გამომივა ეს საქმე? ეს ადამიანი გულწრფელია? ეს შესაძლებლობა ნამდვილად ჩემთვისაა?...
2. ისინი აცნობიერებენ, რომ შინაგანი კონფლიქტი, სინამდვილეში საკუთარ თავთან დაპირისპირებაა
ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს. ხშირად, ისინი სხვა მიმართულებით გიბიძგებენ. სინამდვილეში, თქვენი ინტუიცია მუდმივად აქტიურია, გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ და რა გზა არ უნდა აირჩიოთ. მოუსმინეთ მას - სხვა შემთხვევაში, თქვენ მუდმივად კონფლიქტის ენერგიაში იქნებით და იგივე სიტუაციებს მოიზიდავთ. აირჩიეთ საკუთარ თავთან მშვიდობიანი ცხოვრება და სწორედ ასეთივე გახდება თქვენი ყოველდღიურობაც.
3. ისინი აკეთებენ ჩანაწერებს
გააკეთეთ ეს პრაქტიკა: ყოველ დილით დაწერეთ რამდენიმე გვერდი, რათა თქვენი გონებიდან დაგროვილი „ნაგავი“ - ნეგატივი გამოიტანოთ. შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ ძილის წინ. როგორც კი გონებას გაასუფთავებთ, გამჭრიახობის ძვირფასი ქვები გამოჩნდება და იდეები გამრავლდება. ეს პროცესი ინტუიციასთან დაკავშირების საუკეთესო გზაა!
4. მათ იციან, რომ სხეული მათი ინტელექტის კერაა
ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულში არსებულ გრძნობებს. ჩვენ ვიყენებთ სხეულ-ტვინს, როგორც თარჯიმანს სამყაროს მოსასმენად. ყურადღებით მოუსმინეთ, რას გეუბნებათ თქვენი სხეული, მან ყველაზე უკეთ იცის, რა გჭირდებათ.
იმისათვის, რომ გახდეთ უფრო ინტუიციური, სცადეთ ეს მარტივი სავარჯიშო:
ჩამოწერეთ სამი რამ, რასაც თქვენი გონება გეუბნებათ, რომ გააკეთოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც მნიშვნელოვანი, ასევე, უმნიშვნელო რამ. იფიქრეთ იმ პირველი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ, რათა ის თქვენს ცხოვრებაში შემოიტანოთ. დააკვირდით თქვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს - ამიერიდან მთელი სამყარო დაგეხმარებათ, რათა ეს სამი სურვილი თქვენს რეალობად იქცეს!
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია