LIFE

Glovo X Travelfy: საქართველოში პირველად, სამოგზაურო სერვისების მიღება, უკვე აპლიკაციითა შესაძლებელი!

Glovo X Travelfy: საქართველოში პირველად, სამოგზაურო სერვისების მიღება, უკვე აპლიკაციითა შესაძლებელი!

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიკატეგორული მიწოდების პლატფორმა, Glovo  და საქართველოს წამყვანი ტურისტული სააგენტო, Travelfy დამეგობრდნენ!


ამიერიდან, საქართველოში პირველად, სამოგზაურო პაკეტების, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და მოგზაურობისთვის საჭირო ყველა მომსახურების შეძენა, აპლიკაციითაა შესაძლებელი.



მომხმარებელს, Travelfy-ის ბრენდირებულ ბაბლში, რომელსაც Glovo Mall-ის კატეგორიაში აღმოაჩენთ, შეუძლია მიუთითოს სასურველი კატეგორია, აირჩიოს „ავიაბილეთების“, „საქართველოს“, „საზღვარგარეთის“ ან ნებისმიერ სხვა განყოფილება და მხოლოდ ერთი კლიკით, მარტივად და სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ტურისტული მომსახურება.

https://glovoapp.com/ge/ka/tbilisi/travelfy-tbi/

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, აპლიკაციის მომხმარებლები მიიღებენ სპეციალურად მათთვის შექმნილ „დღის შეთავაზებას“ და მხოლოდ Glovo-ს მეშვეობით შეძლებენ, საუკეთესო ფასად შეიძინონ სასურველი მომსახურება თუ პროდუქტი.

მოგზაურობის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს ისიც, რომ აპლიკაციაშივე არის შესაძლებელი სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევის შეძენაც.

Travelfy საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელია, რომელიც 2020 წლიდან, ქართველ მომხმარებელს საუკეთესო ტურისტულ მომსახურებას, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე სთავაზობს.



ტურისტულ კომპანიას 100-ზე მეტი ოფიციალური პარტნიორი ჰყავს, სწორედ ამიტომ, Glovo-ს ერთგულ მომხმარებლებს შეეძლებათ მიიღონ ყველაზე მრავალფეროვანი, სანდრო და ხარისხიანი შეთავაზებები!

შეგახსენებთ, რომ Glovo უკვე საქართველოს 10 ქალაქში ოპერირებს, შესაბამისად, სამოგზაურო შეთავაზებების მიღება ყველა ამ ქალაქის მაცხოვრებლისთვის იქნება მარტივად ხელმისაწვდომი.