64 წლის შერონ სტოუნი კანის კინოფესტივალზე: როგორც აღმოჩნდა, 2022 წლის ყველაზე გლამურული ტრენდი, კაბა-ტრანსოფორმერია
- 24.05.2022
ჯერ იყო ბლეიკ ლაივლი, რომელმაც მაისის დასაწყისში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, Versace-ს კაბა-ტრანსფორმერი მოირგო და მთელი მსოფლიო აალაპარაკა: პირდაპირ წითელ ხალიჩაზე, მისი ოქროსფერი კაბა, ლაჟვარდისფერ კაბად გადაიქცა და მოდის მოყვარულების გული, ზუსტად ერთ წამში დაიპყრო.
ამჯერად კი, უბერებელი შერონ სტოუნი, კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა, Dolce & Gabbana-ს კაბა-ტრანსფორმერით.
მოდის სახლის ხელწერად ქცეული პრინტითა და სტილით შექმნილი სადღესასწაულო კაბა, წითელ ხალიჩაზე, პირდაპირ კამერების წინ შეიცვალა და ვუალა - 64 წლის მსახიობი, სულ სხვა სტილით წარსდგა მსოფლიოს წინაშე!
თემები: ქალები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია