მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ისეთი სასიამოვნო, ვიდრე დამღლელი დღის ბოლოს, ცხელი შხაპის მიღება, ის არც ისეთი სასარგებლოა... როგორც ცივი შხაპი!
-
ცივი შხაპი სასარგებლოა თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის
გარდა იმისა, რომ ცივი შხაპი გამოფხიზლების საუკეთესო ვარიანტია, ის ასტიმულირებს ვაგალურ ნერვს, რომელიც არის პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარი ნერვი და აკონტროლებს სხეულის ისეთ სპეციფიკურ ფუნქციებს, როგორიცაა საჭმლის მონელება, გულისცემა და იმუნური სისტემა.
ცივი შხაპის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმელებისთვის, რადგან ცივი წყალი ამცირებს შარდმჟავას დონეს და აძლიერებს თირკმელებს, რათა ტოქსიკურ დატვირთვას უფრო ადვილად გაუმკლავდეს.
-
ცივი შხაპი დაგეხმარებათ დაძინებაში
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა, ძილის წინ თბილი შხაპის ან აბაზანის მიღებასაა მიჩვეული, გრილ წყალში შხაპი, ამ შემთხვევაშიც უკეთესი არჩევანია. ცივი წყალი ამცირებს სტრესის ჰორმონის დონეს, შედეგად კი გეხმარებათ დაისვენოთ და სწრაფად დაიძინოთ.
-
ცივი შხაპი აუმჯობესებს თმის ხარისხს
თუ გსურთ, რომ თქვენი თმა იყოს მოცულობითი და ჯანსაღი, მაშინ ძვირადღირებულ შამპუნებსა და კონდიციონერების ნაცვლად, სცადეთ ცივი შხაპი.
ცხელი წყლისგან განსხვავებით, ცივი წყალი არ აშრობს თმას, ხურავს და ამაგრებს თმის ფორებს. ამასთან, გრილი წყალი მთლიანად არ რეცხავს ბუნებრივ ცხიმს. შედეგად კი თქვენი თმა ინარჩუნებს ბუნებრივი ცხიმის ბარიერს, რომელიც თმის დატენიანებისთვისაა აუცილებელი.
-
და ბოლოს, ცივი შხაპი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ
თუ ოდესმე გიცდიათ წონის დაკლება, გეცოდინებათ, რამდენად რთული და დამღლელია ეს პროცესი. საბედნიეროდ, ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად რამდენიმე მარტივი გზა არსებობს და ცივი შხაპის მიღება ერთ-ერთი მათგანია.
ცივ პირობებში, თქვენი სხეული ააქტიურებს ყავისფერ ცხიმოვან უჯრედებს, რომლებიც თავის მხრივ გამოიმუშავებენ სითბოს და შედეგად, კალორიები უფრო სწრაფად იწვება!
თემები: