LIFE
13 რამ, რისი კეთებაც ახლავე უნდა დაიწყოთ, თუ გინდათ, რომ 10 წლის შემდეგ სხვებზე წინ იყოთ
- 25.05.2022
-
იმეგობრეთ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ნუ გაამყარებთ თქვენს მსოფლმხედველობას მხოლოდ მათთან ურთიერთობით, ვისაც თქვენნაირი ღირებულებები აქვთ.
-
წაიკითხეთ.
იცით, რამდენად ცოტა ადამიანი კითხულობს წიგნს ბოლომდე? იცით, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა? იმიტომ, რომ წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ, აზროვნების განვითარებაში გეხმარებათ, თანაც, მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
-
ეჭვი შეიტანეთ საკუთარ თავში, საკუთარ ფიქრებსა და საკუთარ გადაწყვეტილებებში. ადამიანები, რომლებიც ამას არ აკეთებენ, ერთ ადგილას იყინებიან.
-
იყავით მზად, ისე იცხოვროთ, როგორც სხვებს არ სურთ.
შედეგად, თქვენ იცხოვრებთ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.
-
შეკვეთის ნაცვლად, ისწავლეთ როგორ მოამზადოთ თქვენი საყვარელი კერძები.
-
ყოველთვიურად დაზოგეთ ცოტაოდენი თანხა. იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ. დანაზოგი, თუნდაც ძალიან მცირე, მნიშვნელოვანი გარანტიაა.
-
მიეჩვიეთ ჯანსაღ ტკივილს.
მაგალითად, ვარჯიშის შემდეგ გახურებულ კუნთებსა ან დისკომოფორტს, ხანგრძლივი გონებრივი მუშაობის შემდეგ. -
აღიარეთ, როცა ცდებით.
შეცდომების დაშვებაში წარუმატებლობა არ არსებობს. წარუმატებლობა მხოლოდ ზედმეტი სიამაყეა.
-
გაასუფთავეთ თქვენი სივრცე.
ნამდვილად გსურთ, შემდეგი 10 წელი ნივთების დაგროვებაში გაატაროთ? არა, არ გსურთ. წარმოიდგინეთ, კიდევ რისი გაკეთება შეგეძლოთ ფულით, რომელიც უაზრო ნივთების დახვავებაში გადაიხადეთ...
-
გაიცანით საკუთარი თავი.
შეადგინეთ სია, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში; რას აფასებთ და რას არა; რაში ხარ ნიჭიერი და რაში არა. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა არის თქვენი ღირებულებები, მაგრამ მზად იყავით, რომ დროთა განმავლობაში ისინი შეიცვლება.
-
ყოველდღიურად მიჰყევით რუტინას, რომელიც დროთა განმავლობაში მიგიყვანთ იქ, სადაც გსურთ, რომ 10 წლის შემდეგ იყოთ.
-
განზრახ იმოქმედეთ.
განზრახ წადით პაემანზე და იმუშავეთ მიზანმიმართულად. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას თქვენი ცხოვრება იყოს უაზრო, შემთხვევითი ქმედებების სერია, რომლებიც იმ დროს უბრალოდ სასიამოვნო ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ უაზროა.
-
გაანადგურეთ ყველაფერი და იმდენჯერ დაიწყეთ თავიდან რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
სამარცხვინო არ არის, თუ სწორ გზაზე არ დგახართ. მაგრამ წლების შემდეგ, აუცილებლად შეგრცხვებათ, რომ თავის დროზე, არასწორი გზიდან არ გადაუხვიეთ.
თემები: ქალები