ჯანმრთელობა
დატოვეთ მეუღლესთან საერთო საწოლი და ცალკე დაიძინეთ - ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა!
- 30.05.2022
ყოველი მესამე ადამიანი ამბობს, რომ მარტო უკეთ სძინავს. ხვრინვით დაწყებული, ტემპერატურის პრეფერენციებით დასრულებული, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც, უფრო და უფრო მეტი წყვილი ირჩევს განცალკევებულ ძილს. და მათთვის, ცალ-ცალკე ძილი სულაც არ არის ურთიერთობის პრობლემების ნიშანი, არამედ მისი გაუმჯობესების გზაა.
-
ამ შემთხვევაში, უკეთ გამოიძინებთ
დასაძინებლად განცალკევებული ადგილების არჩევა დაგეხმარებათ ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. გამოკითხვის თანახმად, წყვილების 25%-ზე მეტი ირჩევს ცალკე საწოლს, ზოგი კი, სხვადასხვა ოთახში ძილს ამჯობინებს. გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან და უფრო მეტად უჭირთ გამოძინება, ვიდრე მამაკაცებს.
-
ეს შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი ურთიერთობებისთვის
საკმარისი ძილი აბსოლუტურად აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზეც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ პარტნიორები გამუდმებით აღვიძებენ ერთმანეთს, იწყება დაძაბულობა, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება და საბოლოოდ, შესაძლოა ურთიერთობის პრობლემები გამოიწვიოს. ცალ-ცალკე ძილი დაგეხმარებათ უკეთ გამოიძინოთ და თავიდან აიცილოთ ურთიერთობის პრობლემები.
-
ეს სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის
-
და თქვენი კანიც მადლიერი იქნება...
მარტო ძილს შეუძლია აბსოლუტურად გარდაქმნას თქვენი სილამაზის რუტინა. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ ხართ მზად ცალკე საწოლში დასაძინებლად, შეგიძლიათ ერთ საწოლში ორი ინდივიდუალური საბანი სცადოთ. ეს საშუალებას მოგცემთ გამოიძინოთ, რაც თავის მხრივ სასარგებლოა თქვენი კანისთვის - ძილის დროს, კანი გამოიმუშავებს კოლაგენს, ამიტომ, გლუვი და ბზინვარე კანის საიდუმლო, სწორედ კარგი ძილია.
თემები: