სილამაზე

ქეით მიდლტონის სტილისტი ამბობს, რომ ვარცხნილობის ეს მარტივი ხრიკი, მყისიერად გაგაახალგაზრდავებთ

ქეით მიდლტონის სტილისტი ამბობს, რომ ვარცხნილობის ეს მარტივი ხრიკი, მყისიერად გაგაახალგაზრდავებთ

ქეით მიდლტონის თმა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის ვარცხნილობაზე პასუხისმგებელი კი, სტილისტი რიჩარდ უარდია, რომელმაც, სულ ცოტა ხნის წინ, დუმილი დაარღვია და თმის ვარცხნილობის ხრიკი გაგვიზიარა. მისი თქმით, ეს ხრიკი ძალიან ჰგავს სახის მომენტალურ აწევი პროცედურას - დიახ, ეს ზუსტად მისი სიტყვებია.

კონცეფცია ძალიან მარტივი - გადაიწიეთ თქვენი თმა ყურების უკან!

სტილისტის თქმით ამ ხრიკმა ჰერცოგინიას სახე გაუხსნა და გამოაჩინა მისი ძვლოვანი სტრუქტურა“.



აღსანიშნავია, რომ ქეითი არ არის ერთადერთი, ვინც ამ საიდუმლოს ფლობს. მაგრამ რიჩარდ უარდი ამბობს, რომ სხვა ცნობილმა ლამაზმანებმა, ამ ვარცხნილობის მთავარი შეცდომა დაუშვეს და იგივე შედეგი, სწორედ ამიტომ ვერ მიიღეს.

"როგორც ხედავთ, ამ ფოტოებში, თმა პროფესიონალურადაა გასწორებული. ამ ვარცხნილობის გასაკეთებლად, სტილისტებმა 90 წუთზე მეტი დახარჯეს. მაგრამ მხოლოდ მათი ყურებიიჭერენთმას. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მათი თმა, ყურების მიმართულებითაა გადავარცხნილი და არა ყურებს უკან.  ეს კი, მთელს ეფექტს აფუჭებს“.





როგორც ყველამ ვიცით, თვალის აწევა იძლევა იმის ილუზიას, რომ მთელი სახე აწეულია. დიახ, სწორედ ეს არის მომენტალური სახის ლიფტინგის საიდუმლო:

ნაბიჯი 1: გაისწორეთ თმა. მნიშვნელობა არ აქვს, თმის ბოლოები ხვეული იქნება თუ სწორი, მთავარია, რომ თმის ძირებიდან 5-7 სანტიმეტრი იყოს სწორი და გლუვი.

ნაბიჯი 2: გელის, მუსისას ან სხვა პროდუქტების საშუალებით, გადაივარცხნეთ თმა ყურის მიმართულებით. თუმცა, სამაგრების საშუალებით აუცილებლად დაიმაგრეთ თმა ყურებს უკან - არ იფიქროთ, რომ ყურს უკან თმის გადავარცხნა საკმარისია!