ჰოროსკოპი
რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც საუკეთესო ივნისის თვე ელოდებათ?
- 31.05.2022
-
ტყუპები
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეები, ნამდვილად, მძიმე იყო, ივნისში კარგ დროს გაატარებთ. ახლა თქვენი დაბადების დღეა და ამიტომ, პოზიტიური გავლენა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე გავრცელდება!
ასეთი სტიმული დიდი ხანია არ გიგრძვნიათ - ივნისი ძალიან ძლიერი ენერგიითაა სავსე და თქვენ ხართ ერთადერთი, ვისაც შეუძლია სატურნის რეტროგრადული მოძრაობა სასიკეთოდ გამოიყენოს.
3 ივნისს, როდესაც რეტროგრადული მერკური შემობრუნდება, თქვენი იქნებით მზად, რათა შეეგებოთ ახალ გამოწვევბს და წარმატებით დაძლიოთ ყველა პრობელმა.
ხოლო 14 ივნისს, როდესაც სავსე მთვარე მშვლიდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გაანათებს, თქვენ მზად იქნებით დაისახოთ ახალი მიზნები და თვის ბოლომდე პირველი ნაბიჯებიც გადადგათ. ახლა, შეუძლებელი არაფერია. ახლა, მთელი სამყარო თქვენს ირგვლივ ტრიალებს...
-
კირჩხიბი
7 ივნისიდან, თქვენ იგრძნობთ განახლებული ენერგიის მოზღვავებას. ეს სწორედ ისაა, რაც ასეთი დაძაბული და დამღლელი თვეების შემდეგ, ძალიან გჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, ახალი საქმეების დაწყებას გადაწყვეტთ, დასვენებას თუ ცხოვრების წესის შეცვლას, მაინც ყველაფერი იდეალურად იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გაქვთ, მაინც შეეცდებით მის გაუმჯობესებას. სწორი კვება და დიეტის შეცვლა - ეს ორი სიტყვა თქვენს გონებაში გამუდმებით იტრიალებს, რათა სხეულის სრულყოფილებას მიაღწიოთ.
თქვენ აღარ გაინტერესებთ მოდური დიეტები - ახლა მზად ხართ დაეყრდნოთ საკუთარ ინსტინქტებს და ორიენტირება, სილამაზის ნაცვლად, ჯანმრთელობაზე გააკეთოთ. რეტროგრადული სატურნი შთაგაგონებთ, რომ იმაზე მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე თქვენ გგონიათ. დიახ, ამ თვეში თქვენი ახალი წლის სამზადისი იწყება - თვის ბოლოს ხომ, თქვენი დაბადების დღეა!
-
მშვილდოსანი
(22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
3 ივნისს, როგორც კი მერკურის მოძრაობა გასწორდება, თქვენი ჯოჯოხეთიც დასრულდება! ახლა თქვენ მზად ხართ მოქმედებისთვის, თანაც, ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში - თქვენ იგრძნობთ, რომ აღარ გაქვთ დასაკარგი დრო და რისი გაკეთებაც გინდათ, აქ და ახლავე უნდა დაიწყოთ.
თქვენ ძლიერ აღფრთოვანებული იქნებით სამომავლო გეგმებით. თანაც იმდენად, რომ წარსული მძიმე ემოციები თუ გამოცდილება მთლიანად დაგავიწყდებათ.
ამ თვეში, მთავარი გამოწვევა წარსულის გაშვებაა, რათა შეძლოთ აწმყო დროში ცხოვრება და თითოეული წამით ტკბობა. 14 ივნისს სავსე მთვარე კი, რომელიც თქვენს ნიშანში გაანათებთ, არა მხოლოდ დაგეხმარებათ, არამედ ისეთ შთაგონებას გიბოძებთ, როგორიც აქამდე არასოდეს გიგრძვნიათ! მაშ, მზად ხართ ზაფხულისთვის?
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია