ჰოროსკოპი

რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მძიმე ივნისის თვე ელოდებათ?

რომელია ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მძიმე ივნისის თვე ელოდებათ?

 

  1. კურო

(20 აპრილი - 20 მაისი)

თვე, რომელიც იდეალურად იწყება, თანდათან იქცევა თვითრეფლექსიის და საკუთარ თავში დაეჭვების ეტაპად. იგრძნობთ, რომ აუცილებელია წინ წახვიდეთ, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. ახლა თქვენ გსურთ, რომ კარიერულ წარმატებას მიაღწიოთ და მეტი ფული გამოიმუშავოთ, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ.  

თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ნამდვილად კარგად მიდის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი - თქვენ მეტი გინდათ, ამიტომ იცით, რომ მეტი უნდა გააკეთოთ.

ტყუპების სეზონი გაიძულებთ ეჭვი შეიტანოთ თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებებში და დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ის უნარები, რაც წარმატების მისაღწევად გჭირდებათ. უფრო მეტიც, არის თუ არა ეს ის სფერო, სადაც ნამდვილად გსურთ კარიერის აწყობა.  

ამ თვის მთავარი ამოცანაა, არ გადაეშვათ ნეგატივის მორევში. შესაძლოა, წარსულში გქონდათ წარუმატებლობის გამოცდილება, მაგრამ დაფიქრიდით, რამდენ წარმატებასაც მიაღწიეთ... იქნებ, სწორედ ასეთია ცხოვრება? იქნებ, არც წარმატება არსებობს წარუმატებლობის გარეშე?  
 
  1. ლომი

(23 ივლისი - 22 აგვისტო)

3 ივნისს, როდესაც მერკურის მოძრაობა გასწორდება, თქვენი გრაფიკიცა და გონებაც ამოისუნთქებს. ამ თვის განმავლობაში იგრძნობთ ენერგიის მკვეთრ მოზღვავებას, მაგრამ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რომ არ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ამ ენერგიით გსურთ.

ამ თვეში თქვენ დაძაბულობას, დაჭიმულობას იგრძნობთ.

შეიძლება ყველაფერში დამნაშავე სატურნის რეტროგრადული მოძრაობაა. მაგრამ ეს პერიოდი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამიტომ, აუცილებელია მოდუნდეთ და ამ მძიმე ემოციებისგან გათავისუფლდეთ.  

ივნისში თქვენს გზაზე უამრავი ადამიანი შემოგხვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ თქვენ გიყვართ ხალხთან ერთად ყოფნა, ამ თვეში მხოლოდ მარტო ყოფნა  გსურთ. ამ თვის მთავარი პრობლემა ძალიან მარტივია - თქვენ არ იცით რისი გაკეთება გსურთ, მაგრამ ნამდვილად ძლიერ ენერგიას გრძნობთ...
  1. ქალწული

(23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

რთული მოსასმენია, მაგრამ ივნისი კარმული პერიოდია. თუ თქვენ ცუდი თესლი დათესეთ, მაშინ დროა გეშინოდეთ, თუ არადა - საშიშიც არაფერია.

თუ, გარკვეული ადამიანების მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილი იყავით, დიდი შანსია, რომ ისინი თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ, განსაკუთრებით კი, ტყუპების სეზონის მიწურულს - 21 ივნისისთვის.

ეს არის თვე, სადაც თქვენი ყველა ქმედება დაგიბრუნდებათ. ეს გაკვეთილია, რომელიც უნდა ჩააბაროთ - კარგად დაფიქრდით, რას ამბობთ, რადგან ყველა სიტყვა, რეალობად გადაიქცევა.