ჯანმრთელობა

გაიცანით 64 წლის ფიტნეს მოდელი, რომელმაც დრო შეაჩერა

გაიცანით 64 წლის ფიტნეს მოდელი, რომელმაც დრო შეაჩერა

როგორ დაიწყო ეს საოცარი მოგზაურობა

64 წლის ლესლი მაქსველი ავსტრალიელი ბებიაა, რომელმაც თავისი ცხოვრება ფიტნესსა და ვარჯიშს მიუძღვნა. მაქსველმა ფიტნეს მოგზაურობა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც ქმარს გაშორდა. 49 წლის ასაკში, მან პირველივე კონკურსში გაიმარჯვა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო თავისი გამოცდილების დოკუმენტირება Instagram-ზე, სადაც გამომწერებს ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების რეკომენდაციებს უზიარებს.



ტია, მისი შვილიშვილიც ფიტნესითაა გატაცებული და ერთად ხშირად ვარჯიშობენ. გოგონა მხოლოდ 20 წლისაა და რთული დასაჯერებელია, რომ მათ შორის, ამხელა ასაკობრივი სხვაობაა - ხშირად ფიქრობენ, რომ მე მისი და ვარ.

ვანესა, ლესლის ქალიშვილიც, ასევე ფიტნესის მოყვარულია. როდესაც სამივე ერთად ვარჯიშობს სპორტ დარბაზში, მათი ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად შეუძლებელია.

თუ მე დედაჩემთან ვარ, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დები ვართ და თუ მე ტიასთან ვარ, ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დები ვართ.

ის ყველა კაცის ყურადღებას ადვილად იქცევს

მას შემდეგ, რაც ვარჯიშის ვიდეოებისა და ფოტოების სოციალურ ქსელში ატვირთვა დაიწყო, ლესლიმ თითქმის 100 000 მიმდევარი შეიძინა. მათ შორის კი კაცები.



ყველაფერს კომპლიმენტად ვიღებ. ძალიან კარგია, რომ ისინი ჩემი მიმდევრები არიან. ამბობს ფიტნეს მოდელი და არ მალავს, რომ მას უყვარს თავისი მამაკაცი თაყვანისმცემლები. უფრო მეტიც, თვლის, რომ მამაკაცები ალამაზებენ ქალის ცხოვრებას

თავად როგორ მამაკაცს ეძებს?

"თუ მამაკაცი მზადაა იმისთვის, რომ პირდაპირ ჩემკენ წამოვიდეს, თვალებში ჩამხედოს და პაემანზე დამპატიჟოს, ეს შესანიშნავია. მე მომწონს მამაცი ადამიანები. არ არის აუცილებელი რომ ფიტნეს დარბაზში ატარებდეს მთელს დღეებს, მაგრამ მე მიყვარს ჯანსაღი სხეულები. ოჰ, და ის ძალიან ენერგიული უნდა იყოს! ”

 თავდაჯერება მთავარია! 

ლესლისთვის ასაკი მხოლოდ რიცხვია, რადგან ის მტკიცედ თვლის, რომ დაბერების ორი გზა არსებობს: ერთი ქრონოლოგიური ასაკი, ანუ პერიოდი დაბადების დღიდან დღემდე და მეორე - ბიოლოგიური ასაკი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავახალგაზრდავდეთ და გავძლიერდეთ.



მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ქალები საკუთარ თავში იკეტებიან, როდესაც დაბერების პროცესი იწყება. მაგრამ, სინამდვილეში, ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობით, ჩვენ შეგვიძლია დრო შევაჩეროთ“.

მისი მიზანი კი, სხვა ქალების შთაგონებაა  

"დაიწყეთ კუნთების გამაგრება და ცხიმის დაწვა. როგორ სხეულში ვიცხოვრებთ, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“.



მას სჯერა, რომ მისი ისტორიის, მისი ცხოვრების გაზიარებით შეძლებს ქალების მოხიბვლას. მისი მიზანიც სწორედ ესაა, სხვა ქალების შთაგონება და დროის შეჩერება!