LIFE

იცოდით, რომ ქეით უინსლეტმა, ოცნების მამაკაცი ხანძრის დროს გაიცნო?

იცოდით, რომ ქეით უინსლეტმა, ოცნების მამაკაცი ხანძრის დროს გაიცნო?

ხანდახან სიყვარული ისეთ დროს გეწვევა, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელი მას...

ქეითი უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული.



„ტიტანიკის“ ვარსკვლავის სასიყვარულო ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. კარიერაში წარმატების მიუხედავად, მისი პირადი ცხოვრება ვერ ბრწყინავდა. პირველი ქორწინება მხოლოდ 3 წელს გაგრძელდა, ხოლო მეორე, 8.  

სინამდვილეში, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რა არის ქორწინების წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზი. როგორც ჩანს, სანამ ცხოვრების სიყვარულს შეხვდებოდა, თავად მსახიობიც დაბნეული იყო:

სამყაროში უამრავი ადამიანია, რომელიც რამდენჯერმე დაქორწინდა. და ეს ის ბედისწერაა, რომლ ცხოვრებამ არგუნა. არ ვგეგმავდი, რომ ასე მომხდარიყო. ალბათ ხვდებით, რომ ეს განქორწინებები ადვილი არ ყოფილა“.

და ერთ დღესაც, მსახიობი სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა



2011 წელს, მსახიობი შვილებთან ერთად ნეკერიზე, მდიდრულ კერძო კუნძულზე ისვენებდა. სადაც მათ სახლში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მან შვილებთან ერთად საფრთხისგან თავის დაღწევა დროულად შეძლო.

მე ავიღე ბიუსტჰალტერი, პასპორტები, ხელი ჩავჭიდე ბავშვებს და გავიქეცი”.

მაგრამ როდესაც მსახიობი ამ სახიფათო სიტუაციას გაურბოდა, ის შეხვდა ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...

ერთი ნახვით შეყვარება?



იმ დღეს ქეითმა, ნედ როკენროლი გაიცნო - მსახიობის მდიდრული სახლის მფლობელის ძმისშვილი, რომელიც მეზობელ რეზიდენციაში იმყოფებოდა.

"ის იყო ერთადერთი ბიჭი, რომელსაც ფანარი და წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა. სხვებმა ნივთები სახლებში დატოვეს და გამოიქცნენ“.

მართალია უცნაურად გადაეყარნენ ერთმანეთს, მაგრამ მას შემდეგ ერთად არიან.

ქეითი საყვარელი მამაკაცის დახასიათებისას ამბობს, რომ ის საკმაოდ ორიგინალური პიროვნებაა”.

ისინი 2012 წელს დაქორწინდნენ



2012 წლის ზაფხულში, ნედმა მსახიობს ხელი სთხოვა და იმავე წლის დეკემბერში, ნიუ-იორკში დაქორწინდნენ. ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა, რომელსაც ქეითის 2 შვილი, ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, დარწმუნებულები ვართ, რომ ის ისეთივე ორიგინალური უნდა ყოფილიყო, როგორც მათი სიყვარულის ისტორია. 2013 წელს, წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძინა.

და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად...




ქეითი თამამად აღნიშნავს, რომ იღბლიანი ადამიანია, რადგან ამ მამაკაცს გადაეყარა. ის ხშირად მოიხსენიებს მას, როგორც "ცხოვრების არაჩვეულებრივ პარტნიორს".

მსახიობი ამბობს, რომ მისი მუღლე, სამყაროში "აუკეთსო მამა, "სუპერცხელი და "ეადამიანი.

მე მჯერა, რომ უცნობ ადამიანებს შეუძლიათ ისე შეცვალონ ერთმანეთის ცხოვრება, რომ უბრალოდ ვეღარ დაბრუნდნენ იქ, სადაც ამ შეხვედრამდე იყვნენ“.