LIFE

5 ჩვევა, რომელიც თქვენი პრობლემების 80%-ს მოაგვარებს

5 ჩვევა, რომელიც თქვენი პრობლემების 80%-ს მოაგვარებს

  1. დაგეგმეთ თქვენი დღე წინა ღამით. 

  • მომავალი დღის წინა ღამით დაგეგმვა, პროდუქტიულობის საუკეთესო სტრატეგიაა.

  • წინა ღამით მოამზადეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ დილისთვის.

  • დაიმახსოვრეთ, ყველაფერი უფრო მარტივი ჩანს, როდესაც დაგეგმილი და დალაგებულია.

  1. თუ რამის გასაკეთებლად 5 წუთი ან ნაკლები დრო ჭირდება, დაუყოვნებლივ გააკეთე.

  • თუ თქვენ შეგიძლიათ, ამოცანა 5 წუთში ან ნაკლებ დროში დაასრულოთ  - გააკეთეთ  დაუყოვნებლივ.

  • ამ მარტივი ამოცანების დროულად შესრულება, სამომავლოდ თავიდან აგაცილებთ უამრავ არეულობასა და სტრესს.

  1. შექმენით დილის რიტუალი. 

  • შექმენით სპეციალურად თქვენზე მორგებული დილის რიტუალი. დაიწყეთ ადრე გაღვიძებით - ეს გაიძულებთ მოემზადოთ პროდუქტიული დღისთვის.

  • დრო დაუთმეთ ვარჯიშს.

  • გამონახეთ დრო მედიტაციისთვის. რაც უფრო მეტს მედიტირებთ, მით უფრო უკეთესი ხდება თქვენი ცხოვრება.

  1. დაიცავით 80/20 წესი. 

  • თქვენი ენერგიისა და დროის უმეტესი ნაწილი, იმ კონკრეტულ ამოცანებს დაუთმეთ, რასაც დიდი გავლენა აქვთ თქვენს ცხოვრებაზე. ხოლო მათი პოზიტიური შედეგები ამაღლებენ თქვენს განწყობას ან აუმჯობესებენ თქვენს ცხოვრებას.

  • ამოცანების 20%, იძლევა 80% შედეგს.

  1. კარგად დაისვენეთ.  

  • საკმარისი დასვენების გარეშე, თქვენ ვერ შეძლებთ ისიამოვნოთ ან გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება.

  • იმისათვის, რომ ყოველთვის თქვენი სასურველი ან თქვენთვის საუკეთესო შედეგები მიიღოთ, აუცილებელია სხეულისა და გონების მუდმივი მზადყოფნა.

  • არასაკმარისი დასვენება აზიანებს და ამცირებს კონცენტრირების უნარს.