LIFE

ვინ ხარ შენ და როგორი სურთ სხვებს, რომ იყო?

ვინ ხარ შენ და როგორი სურთ სხვებს, რომ იყო?

შენ ინ ხარ? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემასაც, ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ცდილობდეს. თუმცა ამასთან, ადამიანებს არ შეგვიძლია სხვის ნაცვლად ვუპასუხოთ.

იცი, შენ ვინ ხარ?

თუ პასუხის გაცემა გიჭირს, შესაძლოა ძალიან ბევრს დარდობ იმაზე, თუ რა მოლოდინები აქვთ სხვა ადამიანებს. ჩვენ ვცხოვრობთ მოლოდინების ზღვაში. შენ უნდა გამოიყურებოდე ასე და აი, ასე ცხოვრობდე - ზუსტად ისე, როგორც ოჯახის წევრებს, მეგობრებს, საზოგადოებას და კულტურას სურს. ეს მოლოდინები კი, ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.
  • როდესაც ძალიან ცდილობ, იყო ისეთი, როგორიც სხვებს სურთ, ძნელი ხდება იმის გაგება, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. როდესაც მოლოდინები და რეალობა ურთიერთსაწინააღმდეგოა, ყველაფერი ძალიან რთულდება.   

თუ გსურს იყო გაბედული და თავგადასავლების მოყვარული, როდესაც გარშემომყოფები სიფრთხილეს ავლენენ, შეიძლება თავი შეიკავო. უფრო მეტიც, შეიძლება იგრძნო, რომ რაღაც ძალიან უჩვეულო, არაადეკვატური გსურს. გამოხტავენ თუ არა, მაინც ძნელია შეეწინააღმდეგო ამ ჩუმ, ფარულ მოლოდინებს.

რა უნდა გააკეთო? ისწავლე განასხვავო, თუ რომელი მოლოდინია შენთვის ავთენტური და რომელი არა. ფოკუსირება მოახდინე საკუთარ გულზე და საკუთარ გრძნობებზე.

რა გრძნობ? რა განიჭებს ბედნიერებას? რა გაწუხებს? რა გბეზრდება?

იმის გაანალიზება, თუ როგორ გრძნობ თავს სხვადასხვა როლის შესრულებისას, დაგეხმარება განსაზღვრო რა არის შენთვის საუკეთესო. როცა სწორ ადგილას ვართ, ამას ვგრძნობთ. მაშინაც კი, თუ ეს რთულია ან ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ის გვაძლევს მოტივაციას.

თავი სხვა ადამიანად მოჩვენებას, დიდი დრო და ენერგია სჭირდება. შესაძლოა ეს გარშემომყოფებს ეს ძალიან მოსწონთ, მაგრამ საბოლოოდ, შენ ძალიან დიდ ფასს იხდი. ამაში შენ საკუთარ ნამდვილ „მე“-ს იხდი!
 
გამოსცადე სიახლეები და ამ გზით აღმოაჩინე ვინ ხარ სინამდვილეში. ნახე, რა არის შენთვის საუკეთესო. ნელ-ნელა გაუშვი სხვ ადამიანების მოლოდინები. მაინც ვერასდროს შეძლებ ყველას ასიამოვნო, მაგრამ შეგიძლია შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს - შენს თავს ასიამოვნო!

შენ თავად უნდა გადაწყვიტო ვინ ხარ და, რაც მთავარია - ვინ გსურს, რომ იყო. საკუთარ თავთან ავთენტურად ცხოვრება გულისხმობს სხვა ადამიანების იდეებისა და ცნებების უარყოფას, მაგრამ ესაა ერთადერთი გზა, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანს.

მიეცი საკუთარ თავს უფლება აღმოაჩინო, ვინ ხარ სინამდვილეში!