LIFE

შენ ვერასოდეს იპოვი სიყვარულს, თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ!

შენ ვერასოდეს იპოვი სიყვარულს, თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ!

შენ ვერ იპოვი სიყვარულს მანამ, სანამ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ. შენ ვერ დაუახლოვდები სხვა ადამიანს მანამ, სანამ საკუთარ კედლებს არ დაანგრევ. შენ ვერ იპოვი შენი სულის დაკარგულ ნაწილს, თუ ზღვარს არ გადახვალ.


შენ ვერასოდეს გახდები სხვისი გულის ნაწილი, თუ საკუთარ გულს არ გაანთავისუფლებ. შენ ვერასოდეს დაამყარებ ძლიერ, უწყვეტ კავშირს, თუ არ გახსნი საკუთარ გულს და არ მისცემ სიყვარულის უფლებას. შენ ვერასოდეს დაამყარებ სერიოზულ ურთიერთობას, სანამ არ გადაწყვეტ, რომ ამ ადამიანს უნდა ენდო.



შენ ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც შენს ყველა ნაკლს შეიყვარებს, თუ არ მისცემ სხვებს ამის დანახვის საშუალებას. უცნობ ადამიანისთვის გაღიმება კარგი დასაწყისია - მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პირველი მესიჯის გაგზავნა არ არის საკმარისი. და არც პირველი პაემნის დანიშვნაა საკმარისი.



როდესაც სხვა ადამიანს ელაპარაკები, უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის დაცვა.  თუ არ შეგიძლიათ დიდხანს ისაუბროთ, მაშინ ვერც ვერასოდეს გაიცნობთ ერთმანეთს. როგორც კი იგრძნობ კავშირს, როგორც კი მიხვდები, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა სასიამოვნოა, დაუცველი უნდა გახდე - სხვა ადამიანს, საშუალება უნდა მისცე იგრძნოს თქვენი სული.  

არ უნდა გაიქცე, როდესაც მიხვდები, რომ მან შენიშნა - შენ ის მოგწონს. სწორედ ამ მომენტში არ უნდა გაცივდე, უკან არ უნდა დაიხიო, არ უნდა გაიქცე. სარკაზმის ნიღაბს მიღმა, დიდხანს ვერ დაიმალები. შენ არ უნდა მოატყუო ის, შენ გული არ უნდა ატკინო, მაშინაც კი, თუ გირჩევნია მას გაქცევა აიძულო, ვიდრო გარისკო და საკუთარი გული დაანახო.

შენ ვერ იპოვი სიყვარულს, თუკი უსაფრთხო კომფორტის ზონიდან არ გამოხვალ: თუკი სახლიდან არ გახვალ, თუკი ბიჭების მესიჯებს არ უპასუხებ, თუკი საკუთარი სამყაროდან არ გამოხვალ. დიახ, ხშირად ეს უფრო ადვილია, ვიდრე სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, მაგრამ ასე, სიყვარულს ვერ იპოვი.

ამ გზაზე, შეიძლება არასწორ ადამიანთან აღმოჩნდე. შესაძლოა, გული გეტკინოს. შესაძლოა, მიგატოვონ. შესაძლოა, დაიკარგო. მაგრამ სხვაგვარად, სიყვარულს ვერ იპოვი.



მაშინაც კი, როდესაც გული გტკივა, უნდა იამაყო, რომ გარისკე და სიყვარული აირჩიე. ყოველი არასწორი ურთიერთობის შემდეგ, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდები სწორ ადამიანს. შენ უნდა გაიარო არასწორი ადამიანები, რათა ის ერთადერთი იპოვო. ნამდვილი სიყვარულის პოვნა, პირველივე ცდაზე, ძალიან იშვიათია.



მიუხედავად იმისა, რომ საშიშია ვინმესთან დაახლოება, საკუთარი გულის გახსნა, დაუცველობა და მოწყვლადობა, სხვაგვარად სიყვარულს ვერ იპოვი. სიყვარული მოითხოვს გარისკვას. მოითხოვს დაუცველობას. ის მოითხოვს, რომ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ამასთან, გჯეროდეს ჭეშმარიტი სიყვარულის!