LIFE

გინდა, რომ მას ისევე ენატრებოდე, როგორც შენ გენატრება?

გინდა, რომ მას ისევე ენატრებოდე, როგორც შენ გენატრება?

 

  • არსებობს ერთი ოქროს წესი - თუ გინდა, რომ ადამიანს მოენატრო, გახადე ერთად გატარებული დრო გასაოცარი. და ის, უბრალოდ, ვერ გაექცევა შენთან ყოფნის სურვილს. აიძულე მას მივიდეს დასკვნამდე, რომ შენ შესანიშნავი პარტნიორი და შეყვარებული ხარ და თქვენ ორნი, უბრალოდ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი.

  • შექმენი საერთო მოგონებები. დაფიქრდი, თუ შენ და შენი შეყვარებული, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებში დადიხართ ან ყოველდღიურად ერთი და იმავე ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ მოსაგონარი ბევრი არც არაფერი იქნება...
 
  • ყოველთვის არ თქვა დიახ. თუ ყოველთვის და ყველაფერზე თანახმა ხარ, თუ მუდამ გცალია მის სანახავად და თუ მუდამ მზად ხარ გაიქცე და ხელები ყელზე შემოხვიო, მაშინ თქვენი ურთიერთობის ცეცხლი სწრაფად დაიწვება. დაისვენე  – და გამოიყენე ეს დრო, რათა მას ისევე მოენატრო, როგორც შენ გენატრება.

  • დაანახე, რა იღბლიანია, რომ შენს გვერდითაა. აიძულე დაინახოს, თუ რა მდიდარი ადამიანია, რადგან შენს გვერდითაა. დაანახე, რამდენად აფასებ შენს თავს და შენს ცხოვრებას. აგრძნობინე, თუ რა ღირებული ადამიანი ხარ.  მან უნდა იცოდეს, რამდენად უნიკალური ხარ და როგორ ძალიან ინანებს, თუ დაგკარგავს...