სილამაზე
კოსმეტიკის ქართულ ბაზარზე ახალი ბრიტანული ბრენდი Revolution Skincare გამოჩნდა
- 13.07.2022
ხარისხიანი, ავთენტური, ხელმისაწვდომი - ეს ბრიტანული ბრენდი ია, რომელიც ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა და მომხმარებლების დაინტერესება და მოწონება მალევე დაიმსახურა. ეს გახლავთ ბრიტანული ბრენდი, რომლის მთავარი დევიზია „პატივი ეცით მომხმარებელს“.
ადამ მინტო, რომელიც Revolution Skincare-ის დამფუძნებელია, 29 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ გიგანტურ კომპანიებში, როგორებიცაა: Anastasia Beverly Hills, Max Factor, MAC Cosmetics და სხვა. მისი სურვილი იყო, შეექმნა ინოვაციური ბრენდი, რომელიც იქნებოდა მაღალი ხარისხის, თუმცა დემოკრატიული, მასებისთვის ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, სოციალურ თანასწორობაზე დაფუძნებული. ამ ბრენდის იდეოლოგია სწორედ თანასწორობაზე დგას და დაცლილია სიძულვილისა და სისასტიკისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ის არ იტესტება ცხოველებზე. ინგრედიენტების ტრანსფარენტულობა ბრენდის სავიზიტო ბარათია, რადგან შეფუთვაზე დეტალურად შეგიძლიათ ამოიკითხოთ თითოეული ინგრედიენტის ზუსტი პროცენტული შემცველობა.
თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ ყველა ვცდილობთ, ვიყოთ იდეალურები და ეს ფოტოებზე აღვბეჭდოთ, რისთვისაც ათასგვარ ფილტრს ვიყენებთ. Revolution Skincare-ის მთავარი კონცეფცია კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა თანასწორები და ლამაზები ვართ. ბრენდის დამფუძნებლის მიზანია, დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა ფოტოში ვიღიმებოდით, არ ვაქცევდით ყურადღებას ჩვენს სახეზე აღბეჭდილ ნაკლს და არ ვიყავით ამა თუ იმ ფილტრის მსხვერპლი. მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ, ყველა, ბუნებრივად ლამაზები და ინდივიდუალურები ვართ. დეკორატიული მაკიაჟი და თავის მოვლის საშუალებები კი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ხაზი გავუსვათ იმას, ვინც სინამდვილეში ვართ და არ შევეცადოთ ჩვენი ინდივიდუალური „მე“ დავფაროთ.
ბრენდმა თავდაპირველად დეკორატიული კოსმეტიკა შექმნა, შემდეგ ეტაპზე კი მჟავებზე დაფუძნებული შრატების წარმოება დაიწყო. ამის შემდეგ ბაზარზე გამოჩნდა Relolution-ის სხვა პროდუქტებიც, სახისა და თვალის გარშემო კანის მოვლის საშუალებები, აქსესუარები, დემაკიაჟის საშუალებები და სხვა. მაღალი დონის შესრულებიდან გამომდინარე, რაც თავისთავად მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მომხმარებლების ნდობასა და ერთგულებას განაპირობებს, ბრენდი სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული მოკლე პერიოდში გახდა. შექმნიდან 12 თვეში ის 22 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. ამჟამად კი Revolution Skincare მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალურად ხელმისაწვდომია. მათ შორის უკვე არის საქართველოც. საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია „ჯპს“. მისი ოფიციალური წარდგენა საქართველოში სასტუმრო „სტამბაში“ 12 ივლისს გაიმართა.
მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ბრენდის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტებია: No.1 Salicyclic Acid, Vitamin C 12%, Niacinamid, Pink Clay Masks. გარდა აღნიშნულისა, Revolution Skincare აწარმოებს: სახის ზეთებს, დამატენიანებლებს, წმენდისა და მაკიაჟის მოსაშორებელ პროდუქტებს, ტონერებსა და სპრეებს, აქსესუარებსა და ხელსაწყოებს. ცალკე ხაზი აერთიანებს გამონაყართან ბრძოლისთვის საჭირო პროდუქციას.
Revolution Skincare-ის პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად „ჯპს-შია“ შესაძლებელია. მისი ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია ყველასთვის და, როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Revolution Skincare-ის პროდუქცია იდეალურია კომბინაციაში გამოსაყენებლად სხვა უფრო პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქციასთან ერთად, რადგან მათ ეფექტურობას რამდენჯერმე ზრდის.
თემები: