LIFE

ის, რასაც პირველად დაინახავთ მოცემულ სურათზე, თქვენი პიროვნების საიდუმლო ინტროვერტულ თვისებას გამოავლენს! - ვიზუალური ტესტი

ის, რასაც პირველად დაინახავთ მოცემულ სურათზე, თქვენი პიროვნების საიდუმლო ინტროვერტულ თვისებას გამოავლენს! - ვიზუალური ტესტი

სულაც არ გვჭირდება პიროვნების ვიზუალური ტესტი იმის დასადგენად, რომ ინტროვერტები და ექსტრავერტები, ხშირად ვერ უგებენ ერთმანეთს. ეს სხვაობა კი, განსაკუთრებული სიმძაფრით, რომანტიკულ ურთიერთობებში ხდება ხილვადი.


მაგრამ, საბედნიეროდ, ნებისმიერ ინტროვერტ ადამიანს გააჩნია ექსტრავერტული თვისებები და პირიქით!

თუ თქვენი ურთიერთობა ბოლო დროს გართულდა, შეიძლება ყველაფერში დამნაშავე თქვენი პიროვნების ტიპია. იქნებ აქამდე არ იცოდით, რომ ინტროვერტი იყავით? და იქნებ, ეს ართულებს ყველაფერს?

1 წამის განმავლობაში დახედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს. ის, რასაც პირველად დაინახავთ, თქვენი პიროვნების საიდუმლო ინტროვერტულ თვისებას გამოავლენს!


#1

თუ პირველად თავის ქალა დაინახეთ, მაშინ, თქვენი საიდუმლო ინტროვერტული თვისება არის ის, რომ ზოგჯერ სიჩუმის პერიოდი გჭირდებათ.

მართალია გიყვართ ყოველდღიური აურზაური და ხმაური, მაგრამ როდესაც მუშაობთ, სიჩუმე ძალიან გჭირდებათ. მიზეზი ის კი არ არის, რომ კონცენტრირება არ შეგიძლიათ, არამედ ეს მშვიდი მომენტები, დასატენად, ძალების აღსადგენად გჭირდებათ.

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მკაფიოდ გამოხატოთ თქვენი საჭიროებები. ამის შემდეგ, თქვენ და თქვენს პარტნიორს შორის, დაძაბული მომენტები უბრალოდ აღარ იარსებებს.  


#2

თუ პირველად კაპიუშონიანი ფიგურა დაინახეთ, მაშინ, თქვენი საიდუმლო ინტროვერტული თვისება არის თქვენი მიდრეკილება კონფიდენციალურობისადმი.

თქვენ ხართ შესანიშნავი პარტნიორი, ყველას ფავორიტი ადამიანი, ხმაურიანი წვეულებების ნამდვილი სული და გული! მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გადაშლილი წიგნი ხართ, განსაკუთრებით კი, თქვენი პარტნიორისთვის.

კონფიდენციალურობისკენ მიდრეკილება არის მთავარი პრობლემა, რაც პოტენციური ან არსებული პარტნიორებისგან გაშორებთ. ჩვენი რეკომენდაციაა, ნუ გაჩუმდებით, გაუზიარეთ თქვენს შეყვარებულს თქვენი საჭიროებები და დაიმახსოვრეთ - არ შეიძლება გაბრაზდე ვინმეზე, რომ ის არ გაძლევს იმას, რაც არასდროს გითხოვია.

#3

თუ პირველად ხმლები დაინახეთ, მაშინ, თქვენი საიდუმლო ინტროვერტული თვისება არის ის, რომ თუ დაღლილი ხართ, მარტივად ბრაზდებით

შეიძლება, შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ, მაგრამ შუა კვირაში მაინც გჭირდებათ განტვირთვა. უბრალოდ, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც შვებულების შემდეგ, რამდენიმე დღე დასვენება სჭირდება, რათა შვებულების დაღლილობა დაივიწყოს. 

ჩვენი რეკომენდაციაა, არასოდეს იგრძნოთ თავი დამნაშავედ, თუ უარს იტყვით ხმაურიან წვეულებაზე და საღამოს სახლში გაატარებთ. ეს არავის გააკვირვებს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანს, ვინც კარგად გიცნობთ და ვისაც უყვარხართ...