LIFE

ტრადიციულად, ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

ტრადიციულად, ბათუმში Mastercard-ის სანაპირო გაიხსნა

უკვე ტრადიციად ქცეული Mastercard-ის სანაპირო, ბათუმში სტუმრებს ივნისიდან მიიღებს.


2020 წელს, Mastercard-ის სანაპირო, ბათუმში პირველად გაიხსნა. შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად და მსოფლიო პანდემიაზე საპასუხოდ, გადახდების მსოფლიო ლიდერმა, ერთგულ მომხმარებლებს შეუფასებელი მომენტები შესთავაზა.



წელს, უკვე მესამედ, Mastercard-ის სანაპირო სტუმრების მოლოდინშია. ერთადერთი ქვიშიანი სანაპირო ბათუმში, მთელი სეზონის განმავლობაში, ტურისტებს ბავშვთა გასართობ მოედანს, ღია ბარს, ცივ კოქტეილებს, უფასო ინტერნეტსა, განსაკუთრებულ ფოტო ზონასა და დღის მუსიკალურ ღონისძიებებს შესთავაზებს.

გასული წლების გამოცდილებებიდან გამომდინარე, Mastercard-ის სანაპირო, ეს ქართველი თუ უცხოელი ტურისტების საყვარელი ადგილია. ადგილი, სადაც შეგიძლიათ შექმნათ და გააზიაროთ ძვირფასი, მაგრამ მაინც შეუფასებელი მომენტები!

ქართული საზოგადოებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ Mastercard განსაკუთრებით ცდილობს ტურიზმის სფეროს გაძლიერებას. სულ ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიურ კომპანიასა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ციფრული ეკონომიკისა და ფინანსური ინკლუზიისა ზრდას. ძირითადი სამიზნე სფეროებია ტურიზმი, E-Commerce-სა და Fintech ეკოსისტემა.

შესაბამისი მონაცემების, ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების გზით, კომპანიები ხელს შეუწყობენ ტურიზმის პოპულარიზაციას და გააძლიერებენ საჭირო მარკეტინგულ პოლიტიკას. „ციფრული გადახდის გამოცდილების“ შემუშავებით, Mastercard ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით.

აღნიშნული თანამშრომლობის პარტნიორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.


 
Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს.  Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com