პირველ რიგში განსაზღვრეთ, რა არის თქვენი სურვილი, მიზანი და ბიუჯეტი
ერთი შეხედვით, ყველა ადამიანმა იცის, როგორია მისი საოცნებო მოგზაურობა, მაგრამ, გიფიქრიათ, რა არის თქვენი მიზანი? იქნებ, ეს მთელი სამყაროსგან გამოთიშვა და დამსახურებული დასვენებაა. იქნებ, ცხოვრების ამ ეტაპზე თავგადასავლები გჭირდებათ. იქნებ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გსურთ ხარისხიანი დროის გატარება. ან უბრალოდ, გინდა, რომ მეტი დრო, საკუთარ თავთს დაუთმოთ.
პირველ რიგში, სანამ მოგზაურობას დაიწყებთ, სწორედ ეს უნდა განსაზღვროთ, რათა მშვიდი, ზღაპრული სანაპიროს ნაცვლად, ხმაურიანი კლუბებითა და ალკოჰოლური სასმელებით გადატვირთულ კურორტზე არ აღმოჩნდეთ.
ცხადია, ეს ყველაფერი თქვენს ბიუჯეტს უნდა შეუსაბამოთ. თუკი ამ ზაფხულს, თქვენს საოცნებო ზღვისპირა ქალაქს ვერ შეწვდებით, დარწმუნებულები ვართ, რომ არსებობს სხვა არაჩვეულებრივი სანაპიროები, რომელიც თქვენს ბიუჯეტს შეესაბამება!
-
ამის შემდეგ, აირჩიეთ კომპანიონები
ახლა, როდესაც თქვენ უკვე შეარჩიეთ სავარაუდო ლოკაციები, უნდა გადაწყვიტოთ, ვისთან გსურთ დროის გატარება.
ჩვენი რეკომენდაციაა, შეარჩიეთ კომპანიონი, რომელიც თქვენს სურვილებს იზიარებს. სხვა შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ თქვენი მოგზაურობა ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორზეც მთელი წელი ოცნებობდით.
-
შეუთანხმდით უფროსს შვებულების პერიოდზე, დაჯავშნეთ თვითმფირნავის ბილეთები და საცხოვრებელი ადგილი
ახლა, როდესაც შვებულების პერიოდი შეთანხმებულია, დროა ბილეთების დაჯავშნაზე გადახვიდეთ. ყველაზე ხელმისაწვდომი, საქართველოში Wizz Air-ის ავიაბილეთებია. თანაც, ავიაკომპანია მრავალფეროვან მარშუტებს სთავაზობს მომხმარებლებს. გაითვალისწინეთ, რომ ქუთაისის აეროპორტში წასასვლელად, დამატებით, ავტობუსის ბილეთების შეძენაც გჭირდებათ. მაგრამ ეს პროცესი, ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა!
პირველად საქართველოში – Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან, განსაკუთრებულ ფასადაა შესაძლებელი:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – თბილისი ან პირიქით – 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ბათუმი ან პირიქით – 15 ლარი (20 ლარის ნაცვლად)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ქალაქი ქუთაისი ან პირიქით – 10 ლარი (15 ლარის ნაცვლად)
-
შეადგინეთ მოგზაურობის გეგმა
გაარკვიეთ, რომელიც ქალაქის საუკეთესო რესტორანი, სად ამზადებენ ყველაზე განსაკუთრებულ კოქტეილებს ან თუნდაც, სად შეიძლება თავდავიწყებამდე ცეკვა! მოკლედ, მოარგეთ თქვენი გეგმა თქვენს სურვილებს.
- ბოლოს კი, შეადგინეთ წასაღები ნივთების სია!
ერთად დაალაგეთ საჭირო დოკუმენტები, ცალკე ადგილი დაუთმეთ მაკიაჟის პროდუქტებს და ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ მოიფიქროთ რა ტანსაცმელს და სამკაულებს წაიღებთ. დიახ, გონებაში დაალაგეთ ყველა დღის ყველა ლუქი და მხოლოდ ეს ნივთები აირჩიეთ.
ასევე, ჩვენი რჩევაა, არ წაიღოთ ის ნივთები, რომელთა ყიდვასაც ადგილზე გეგმავთ - ამისთვის მოგვიანებით მადლობას გადაგვიხდით
თემები: