მოკლე პასუხია: - დიახ, ბოჰო დაბრუნდა!
სინამდვილეში, მრავალი სხვა ტრენდისგან განსხვავებით, ბოჰოს სტილი არც არასოდეს წასულა. ქალური ელფერი, კომფორტული სილუეტი, გამორჩეული პრინტები და მძივებიანი ტანსაცმლი: ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ბოჰოს სტილის გავლენა მოდაში.
ბოჰო, რომლის სრული სახელწოდებაც ბოჰემურია, 1970-იან წლებიდანაა აქტუალური. ეს სტილი ჰიპების მოძრაობის ხელწერაა, ხოლო ჯენის ჯოპლინი, ბოჰო გოგონას ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
მართალია თითქმის ორ ათწლეულზე მეტია გასული, რაც ამ ტრენდმა დატოვა მოდის ყურადღების ცენტრი, თუმცა 2022 წელს, ის კვლავ დაბრუნდა. ამჯერად, ტენდენცია შეიცვალა და მეტად მოერგო თანამედროვე სამყაროს: მაღალწელიანი კაბა თეძოებზე ჩამოვიდა, ხოლო გრძელი ნაქსოვი ზედები ერთბაშად დამოკლდა.
გემახსოვებათ, რომ 2000-იან წლებში, ბოჰოს სტილი ერთ-ერთ დომინანტურ ტენდენციად გადაიქცა. და ის კვალავ ჩვენთანა... თუმცა, ამჯერად, ჩვენ ვხედავთ ბოჰოს სტილის უფრო ელეგანტურ და მოწესრიგებულ ვერსიას.