LIFE

თუ 30 წლის ხარ, მაგრამ ოჯახის შექმნას არ ჩქარობ: „როდის თხოვდები?“

თუ 30 წლის ხარ, მაგრამ ოჯახის შექმნას არ ჩქარობ: „როდის თხოვდები?“

დაიმახსოვრეთ, 20 წლის ასაკში არასწორ ადამიანზე დაქორწინებ უარესია, ვიდრე 30 წლის ასაკში მარტოობა.

ცხოვრების განმავლობაში, ჩვენ ვხვდებით უამრავ არასწორ ადამიანს, რათა ვიპოვოთ ის, ვინც ჩვენთვისაა შექმნილი. თქვენს ქმედებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გააგრძელეთ ძიება. არ იფიქროთ, რომ თუ ერთ ადამიანთან ვერ აეწყო ურთიერთობა, ვერც სხვასთან შეძლებთ სულიერი კავშირის ჩამიყალიბებას.

შეეცადეთ, რომ ყოველდღიურად, სულ ცოტათი, 1%-ით უკეთესი გახდეთ. ეს მწარე სიმართლეა, მაგრამ ფაქტია, რომ რაც უფრო უკეთესი ხარ, მით უფრო იზიდავ ადამიანებს. უკეთესი ჯანმრთელობის, სიმდიდრის, სიკეთის და კომუნიკაციური უნარების თვალსაზრისით.

იმედს ნუ დაკარგავთ. მარტოობა არ ნიშნავს უბედურებას. თუ თქვენ არ გეყვარებათ საკუთარი თავი, მაშინაც კი, თუ შეხვდებით სწორ ადამიანს, ვერ შეძლებთ ჯანსაღი, სრულფასოვანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც რამდენიმე ათწლეულს გაუძლებს.

ნუ შეადარებთ საკუთარ თავს თქვენს დაოჯახებულ მეგობრებს თუ უცნობ ადამიანებს. ყველას თავისი ისტორია აქვს. თქვენი ამბავი სულ სხვაა. თქვენ თქვენი გზა გაქვთ. უნიკალური და შეუდარებელი.


გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ ბედისწერის და მიენდეთ სამყაროს - ყველაფერს თავისი დრო აქვს, შესაძლოა, იდეალური პარტნიორი ცხოვრების მეორე ნახევარში შეგხვდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ და ახლა, არ უნდა იყოთ ბედნიერი

თუ პირად ურთიერთობებში არ გიმართლებთ, ნუ იქნებით სასოწარკვეთილი და ნუ შეიტანთ ეჭვს საკუთარ თავში. ვიღაც დილი 6 საათზე იღვიძებს, ვიღაც 11-მდე ნებივრობს, თუმცა დღის განმავლობაში, ორივე ადამიანი ახერხებს სრულფასოვან ცხოვრებას. ასევეა პირადი ურთიერთობების შემთხვევაშიც.

თქვენ არ უნდა დაქორწინდეთ იმ ადამიანზე, რომელიც არ გიყვართ, რომელიც თქვენი მეგობარი არ არის. არა, თქვენ ნამდვილად არ უნდა წახვიდეთ ამ კომპრომისზე.

ქორწინება არ არის გამოცდა, რომელიც უნდა ჩააბაროთ. თქვენ გინდათ დაქორწინება, რადგან გსურთ გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება, ცხოვრების ბედნიერ და უბედურ მომენტებში. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გაიზრდებით, გაძლიერდებით და შექმნით საოცნებო ცხოვრებას. თქვენ არ გჭირდებათ ვიღაც, ვისაც მხოლოდ თქვენი ქმარი ერქმევა. თქვენ ეძებთ ადამიანს, ვისაც უსიტყვოდ ესმის თქვენი, ვისაც უყვარხართ და ვინც თქვენი საუკეთესო მეგობარია.

არ გათხოვდეთ, სანამ ასეთ ადამიანს არ იპოვით!