LIFE

ჯანსაღი ურთიერთობის სამი ძირითადი „კანონი“

ჯანსაღი ურთიერთობის სამი ძირითადი „კანონი“

-ომუნიკაცია




მრავალი მიზეზის გამო, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია:
 
  • თქვენს პარტნიორის არ შეუძლია თქვენი გონების, ფიქრებისა თუ აზრების კითხვა.  
  • ამასთანავე, თქვენი მოთხოვნილებები მნიშვნელოვანია და ამიტომ, თქვენ აუცილებლად უნდა დაეხმაროთ პარტნიორს გაიგოს, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის.
  • გარდა ამისა, კარგი კომუნიკაცია ძლიერი კავშირის წინაპირობაა. როდესაც ჩვენ გულწრფელად ვსაუბრობთ, ვართ დაუცველები და პარტნიორს ჩვენს ნამდვილ სახეს ვაჩვენებთ, ეს აღრმავებს ემოციურ კავშირს და შესაბამისად, გვეხმარება ურთიერობის გაძლიერებაში.
 

კ-ოლაბორაცია



 
  • წყვილი, ეს არის ორი ადამიანის ერთობლიობა. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა, ერთად უნდა განიხილოთ, თუ როგორ გსურთ გაუმკლავდეთ უთანხმოებებს, კონფლიქტებს და როგორ ააშენოთ ერთობლივი ცხოვრება. ერთმანეთის უპირობო მხარდაჭერა და მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება არის ჯანმრთელი და ემოციურად უსაფრთხო ურთიერთობის წინაპირობა.

-ომპრომისი



 
  • პარტნიორის კეთილდღეობა უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ საკუთარი გზიდან გადახვევა და დათმობაზე წასვლა. ამასთან, აუცილებელია, რომ კომპრომისები იყოს ორმხრივი. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ორივე ადამიანმა თანაბრად იგრძნოს დაფასება, აღიარება და სიყვარული.