LIFE
ცხოვრებაში ადამიანს სულ 3-ჯერ უყვარდება. თითოეულს კონკრეტული მიზეზი აქვს...
- 30.07.2022
-
პირველი სიყვარული:
პირველი სიყვარული, ყველაზე ხშირად, პატარა ასაკს უკავშირდება. დიდი ალბათობაა, რომ საბოლოოდ დაშორდებით, თანაც, სულელური მიზეზების გამო. წლების შემდეგ, როდესაც გაიზრდებით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სიყვარული არ ყოფილა. მაგრამ სინამდვილეში, ეს სიყვარული იყო, პირველი სიყვარული, რადგან მაშინ, წლების წინ, თქვენ გჯეროდათ, რომ შეყვარებული იყავით. დაიმახსოვრეთ, ყველა სიყვარულის სხვადასხვა სიღრმე აქვს.
-
მეორე სიყვარული:
პირველი სიყვარულისგან განსხვავებით, ამას შეიძლება “მძიმე” სიყვარული ვუწოდოთ. მტკივნეული გრძნობა, რომელიც გვასწავლის ცხოვრებისეულ გაკვეთილებს და საბოლოოდ, გვაძლიერებს. ეს სიყვარული მოიცავს დიდ ტკივილს, ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, დრამას და დეპრესიას. მაგრამ ესაა ის ეტაპი, რომლის გადალახვის შემდეგაც, ადამიანი მეტად ჭკვიანი და ძლიერი ხდება. აქ ჩვენ ვაცნობიერებთ, რა არის ზოგადად სიყვარული, როგორი პარტნიორი გვსურს, როგორია ჩვენთვის მისაღები ურთიერთობა. ახლა ჩვენ ვიცით, რა განსხვავება შესაბამის და შეუსაბამო ადამიანებს შორის. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა და რა არ გვინდა.
-
მესამე სიყვარული:
და აი ისიც, სიყვარული, რომელიც მოულოდნელად, ნელა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდის. თქვენ კი არ ეძებდით ამ სიყვარულს, არამედ ის თავად მოვიდა თქვენთან. ახლა, ნებისმიერი კედელი, რომელსაც საკუთარი თავის დასაცავად ააშენებთ, დაინგრევა. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ყოველგვარი მცდელობის გარეშე ზრუნავთ ამ ადამიანზე. მართალია არაფრით არ ჰგავს იმ ადამიანებს, ვინც აქამდე მოგწონებიათ, მაგრამ ყოველდღიურად, ნელ-ნელა იკარგებით მის თვალებში. ესაა ურთიერთობა, სადაც პარტნიორს არაფერს დაუმალავთ. ესაა ადამიანი, ვისთანაც ქორწინება და ოჯახის შექმნა გსურთ. თქვენ მადლიერი ხართ, რომ ცხოვრებაში ამ ადამიანს გადაეყარეთ. და თქვენ გიყვართ ის, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ადამიანის სიყვარულს, წლების წინ, ვერც კი წარმოიდგენდით...
თემები: სიყვარული, მამაკაცები