- 
	
მოირგეთ ჰაეროვანი პერანგები
 

ფრანგებს უყვართ თავისუფალი სტილის, ე.წ. oversize ტანსაცმელი. ზაფხულის დადგომისთანავე, ისინი უპირატესობას ანიჭებენ ჰაეროვან, თავისუფალი სტილის პერანგებს. ამ ხერხით, ისინი ახერხებენ კლასიკური სტილისა და სიგრილის კომბინაციას.
- 
	
აირჩიეთ ნეიტრალური ფერები
 

როდესაც საქმე ეხება ფერებს, ფრანგები არ გამოირჩევიან სითამამით. სამაგიეროდ, მათ აქვთ ნეიტრალური ფერებით სავსე დიდი გარდერობი - შავი, თეთრი, კრემისფერი, მუქი ლურჯი და წითელი - ნებისმიერი ლუქის გასაცოცხლებლად.
- 
	
აირჩიეთ ბუნებრივი ქსოვილები
 

ზაფხულში, ბამბა და ტილო, ფრანგი ქალების საყვარელი ქსოვილებია. ამის მიზეზი მარტივია, ამ ქსოვილში სიგრილეს ადვილად შეინარჩუნებთ.
- 
	
აუცილებლად შეიძინეთ ხარისხიანი თეთრი მაისური
 

თეთრი მაისური არის ის საბაზისო ნივთი, რომელიც ნებისმიერ ტანსაცმელს უხდება!
- 
	
თამამად მოირგეთ კოქტეილის კაბა
 

რადგან არასდროს იცით, როდის წახვალთ რომანტიკულ პაემანზე...
- 
	
არ ატაროთ მოსაცმელი
 

არავითარ შემთხვევაში! ეს ხომ მთელს საზაფხულო სტილს აფუჭებს.
- ყოველთვის ატარეთ მზის სათვალე
 

და ბოლოს, ფრანგები არასოდეს ტოვებენ სახლს საყვარელი სათვალის გარეშე! ეს ხომ ყველაზე მოდური და საზაფხულო ნივთია!
თემები: როგორ ჩავიცვათ, ქალები, ჩაცმულობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია