LIFE

მამაკაცის 6 ტიპი, რომელსაც უნდა მოერიდოთ

მამაკაცის 6 ტიპი, რომელსაც უნდა მოერიდოთ

 

  1. კაცი-ბავშვი

მამაკაც ბავშვს უყვარს თავგადასავლების, გართობა და მოზარდივით ცხოვრება. რაც, ერთი შეხედვით, საკმაოდ საინტერესო ურთიერთობის გარანტიაა. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც თქვენს ცხოვრებაში სერიოზული კრიზისი დაიწყება ან უბრალოდ გამხნევება დაგჭირდებათ, ეს მამაკაცი, შატალოზე იქნება წასული. 
  1. მამაკაცი, სახელადარც კი, არც არა

არასოდეს გახდეთ იმ მამაკაცის მსხვერპლი, რომელიც მხოლოდ მაშინ გირეკავთ, როდესაც სხვა ქალებთან პაემანებს შორის, თქვენთვის დრო რჩება; რომელსაც მხოლოდ მაშინ ახსენდებით, როდესაც მოწყენილი და მარტოსულია.
  1. კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენს ყოფილს

რომანტიკულ ურთიერთობებში, ადამიანები მიდრეკილნი არიან გაამეორონ ძველი შეცდომები. აირჩიეთ მამაკაცი, რომელიც თქვენს არც ერთ ყოფილს არ ჰგავს, რომელიც არც ერთ წინა წარუმატებელ სიყვარულს არ გახსენებთ - მხოლოდ ასე აიცილებთ შეცდომის გამეორებას.
  1. მამაკაცი, სახელადკონტროლიორი

„კონტროლიორი“ კაცები ხშირად ძალიან ეჭვიანობენ, რადგან მათი მაკონტროლებელი ბუნება უმეტესად დაუცველობისა და შიშის გრძნობებიდან მომდინარეობს.
  1. მამაკაცი, რომელიც არასდროს აბრუნებს სითბოს

ასეთი მამაკაცები ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათი საჭიროებებია მნიშვნელოვანი. მათ უამრავი სურვილი აქვთ და სჯერათ, რომ სწორედ თქვენი ვალდებულებაა, მათზე ზრუნვა. მაგრამ სანაცვლოდ, არასოდეს აბრუნებენ იმ სითბოს და სიყვარულს, რომელთაც თქვენ გასცემთ.
  1. მამაკაცი, სახელადზარმაცა

დაიმახსოვრეთ, ურთიერთობა გულისხმობს ორ ადამიანს და ამიტომ ორივე მხარის ვალდებულებაა, გაიღოს ძალისხმევა. სხვა შემთხვევაში, ამ ურთიერთობას მომავალი არ აქვს!