1. შეიყვარე საკუთარი თავი და ისწავლე, როგორ გაატარო დრო მარტომ.
2. იყავი ბედნიერი, მადლიერი და ისიამოვნე ცხოვრების თითოეული წუთით.
3. გააგებინე მამაკაცს, რომ შენ ის გაინტერესებს, თუმცა დევნას ნუ დაუწყებ. გჯეროდეს, რომ შენ ცხოვრების მთავარი ჯილდო ხარ.
4. იყავი დაკავებული, უბრალოდ იცხოვრე, ნუ მოკლავ დროს, გაერთე და შეიყვარე შენი ცხოვრება.
5. შეისწავლე, შეიყვარე შენი ქალურობა, შენი უნიკალური ბუნება და თამამად გამოხატე საკუთარი თავი მამაკაცების წინაშე. ქალი, რომელმაც იცის ვინ არის, ნებისმიერ ადამიანს იზიდავს.
6. იყავი ავთენტური, ღია და გულწრფელი. არ დამალო რას გრძნობ ან ვინ ხარ. შენი ავთენტური ხასიათი არის ის, რაც ყველაზე მომხიბვლელია.
7. ისწავლე ემოციების რეგულირება და მართვა. იცოდე, როდის შეიკავო თავი და როდის გამოხატო ემოცია.
8. ურთიერთობის დასაწყისშივე, მკაფიოდ განსაზღვრე პირადი საზღვრები.
9. ნუ შეგეშინდება, რომ ვინმეს ინტერესს დაკარგავს.
10. თავს ნუ აარიდებ რთულ თემებზე საუბარს.
11. თუ სურვილი არ გაქვს, ნუ დათანხმდები მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას, იმ იმედით, რომ საბოლოოდ სიყვარულით დაგვირგვინდება.
12. იცოდე რა გსურს და არ დასთანხმდე მასზე ნაკლებს.
13. ნუ შეგეშინდება გამოავლინო ინტერესი: დაინტერესდი მისით; იზრუნე მასზე; გაიგე ვინ არის, რაზე ოცნებობს, რისი ეშინია, რისთვის იბრძვის, რას აფასებს ადამიანში და რაზე ოცნებობდა ბავშვობაში.
14. ნუ დახურავ გულს. წარსული ტკივილის მიუხედავად, ახალ ადამიანებს შანსი მიეცი.
15. ნუ გექნება ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვინც ისე არ გექცევა, როგორც იმსახურებ. ნუ დაელოდები, როდის დაინახავს შენს ღირებულებას და როდის დაგაფასებს.
თემები: მამაკაცები, ქალები