გახსოვთ, რა გაიფიქრეთ, როცა პირველად დაინახეთ თქვენი მომავალი მეუღლე? აი, ამ მამაკაცებს კი ნამდვილად ახსოვთ!
- 10.08.2022
· „ეს გოგო ისეთი ლამაზია, მას არასდროს მოვეწონები. ხომ ვიცი ჩემი ამბავი, ცალმხრივად შემიყვარდება და დავიტანჯები!“
· „ჩემმა მეგობარმა, რომლებიც ჩემი ახლანდელი ცოლის მეგობარიცაა, მითხრა, რომ წვეულებაზე ერთმა გოგომ ჩემი სახელი ჰკითხა. მაგრამ, სამწუხაროდ, მე ის არც კი დამინახავს. შემდეგ ჯერზე, როდესაც კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით ერთ სივრცეში, ჩემმა მეგობარმა მითხრა, "აი ისაა გოგო, რომელმაც შენი სახელი იკითხა გასულ კვირას." თავიდან მეგონა, რომ დამცინოდა, მე ვერ შევძლებდი მასთან გამოლაპარაკებას - ის სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო იყო! როგორც იქნა, თავს ძალა დავატანე, მივედი, რაღაც სისულელე ამოვიღულღულე და აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ ყველაზე ლამაზი გოგო კი არა, არამედ სამყაროში ყველაზე მაგარი ადამიანი იყო!“
· "ის ჩემი ლიგიდან არ არის. ქორწინებიდან 3,5 წლის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვახერხე მისი მოხიბვლა და ცოლად მოყვანა“.
· „ის ლამაზი გოგო მიყურებს. ღმერთო! მე ვერ შევძლებ გამოლაპარაკებას! ვაიმე, ჩემკენ მოდის! ვაიმე, რამე მაგარი უნდა ვუთხრა! ღმერთო ჩემო, მართლა ჩემკენ მოდის, მართლა დალაპარაკება უნდა! გამიღიმა! რაღაც მითხრა! ვერ გავიგე რა თქვა! გამეორება უნდა ვთხოვო? როგორ ვუთხრა, რომ ვერ გავიგე, რა თქვა. მოიცა, ჯერ კიდევ არ მიპასუხია!“
· „როდესაც უნივერსიტეტში ჩემი (მომავალი) ცოლი გამაცნეს, მე უბრალოდ გავოცდი, როგორი ლამაზი და როგორი საოცარი იყო. მაგ პერიოდში, უამრავ გოგოს ვხვდებოდი და ვფიქრობდი, რომ არც ერთი გოგოს შეყვარება არ შემეძლო. მაშინვე მივხვდი, რომ ვცდებოდი. პირი გამიშრა და გული ამიჩქარდა. ხუმრობის გარეშე. მე არ ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ იგივეს ვგრძნობ დღეს (30 წლის შემდეგ!). როცა რამდენიმე დღის განმავლობაში ერთად არ ვართ, ჩვენი პირველი შეხვედრა მახსენდება და ყოველ ჯერზე, იგივენაირად აღფრთოვანებული ვარ. ვფიქრობ, რომ მე წარმოუდგენლად იღბლიანი ადამიანი ვარ!“
· „ღმერთო, ეს გოგო გამუდმებით ვიღაცას ელაპარაკება. ახლა ერთად უნდა შევიდეთ ლიფტში. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით, ცხადია საუბარს გამიბამს. ლიფტი უკვე მოვიდა, ეს საუბარი გარდაუვალია - ღმერთო, რატომ გამწირე?“
· „უცნაურია, მაგრამ არ მახსოვს, რა გავიფიქრე, როდესაც პირველად დავინახე. მაგრამ როცა პირველი პაემნიდან სახლში დავბრუნდი, ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ გავიცანი ქალი, რომელსაც ერთ დღეს ცოლად მოვიყვანდი!“
თემები: რჩევები ქალებს, ქალები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია