LIFE

6 მთავარი ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი სხვა ქალს ხვდება

6 მთავარი ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი სხვა ქალს ხვდება

 

  1. ის ემოციურად გშორდებათ.

    ყოველდღიურად უფრო და უფრო ნაკლებს საუბრობთ, უფრო და უფრო ნაკლებს გიზიარებთ საკუთარ დარდსა თუ სიხარულს. 
  1. დრო, რომელსაც ერთად ატარებ, სწრაფად მცირდება.

    არ ილევა მიზეზები, რის გამოც დღეს ვერ მოახერხებს თქვენს ნახვას; რის გამოც ვერ ახერხებს ქალაქიდან თქვენთან ერთად გასვლას; რის გამოც მხოლოდ 2 საათი აქვს თავისუფალი. ისიც, კვირაში ერთხელ...  
  2. ის აღარ ცდილობს, რომ ყველაფერი გამოგივიდეთ.

    თითქოს, ამ ურთიერთობის მთელი წონა თქვენზეა. თქვენ იღებთ ყველა გადაწყვეტილებას, თქვენ ხართ ყველაფრის ინიციატორი. ის მხოლოდ თანხმობის ან უარყოფის ნიშნად აქნევს თავს. 
  3. ის ცდილობს, რომ საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩნდეთ.

    მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია ერთად ხართ და ყველამ იცის თქვენს შესახებ.
  4. არსებობს ვიღაც, ვის მიმართაც სულ უფრო ცუდი გრძნობა გაქვ.

    ყოველგვარი კონკრეტული მიზეზის გარეშე... 
  5. თქვენ გრძნობთ, რომ მისი ცხოვრების ნაწილი აღარ ხართ.

    მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ამას, თქვენ უბრალოდ გრძნობთ, რომ მის მომავალ გეგმებში, თქვენი ადგილი აღარ არის.