ჯანმრთელობა
რატომ გვიჩნდება ხალები და როდის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს?
- 22.08.2022
რა არის ხალი და რატომ ჩნდება ის?
ხალი კანის წარმონაქმნია, რომელიც ფორმითა და ფერით, ყველა ადამიანის შემთხვევაში, განსხვავებულია. ის შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე წარმოიქმნას.
როდესაც კანის პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედები, რომელსაც მელანოციტები ეწოდება, ზედაპირზე გაფანტვის ნაცვლად ერთად გროვდებიან, ხალები წარმოიქმნება. მათი უმეტესობა ჩვენი სხეულის იმ ნაწილზე ჩნდება, რომელსაც ყველაზე მეტად ხვდება მზის სხივები. ამიტომ, დიდი ალბათობით, რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მზეზე, მით მეტი ხალი გექნებათ.
ხალების უმეტესობა, ადამიანს 20 წლამდე უჩნდება. როგორც კი სრულწლოვანებას მიაღწევთ, ჩვეულებრივ სხეულზე 10-დან 40-მდე ხალი გაქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება იყოს თმიანი და წლების მატებასთან ერთად, შეიცვალოს -გაიზარდოს ზომაში, შეიცვალოს ფერი და ა.შ. თუმცა, სხვა შემთხვევებში, თქვენ ვერასდროს შეამჩნევთ ცვლილებებს.
მზეზე ყოფნის შემდეგ, ხალები შეიძლება გამუქდეს. ეს, ასევე შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს, ჰორმონალური ცვლილებების გამო.
როდის უნდა დავაკვირდეთ მათ?
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია, ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდებულია მათი დიაგნოსტიკა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.თქვენ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, თუ შეამჩნევთ, რომ:
- ერთი ხალი განსხვავებულად გამოიყურება სხეულზე არსებული სხვა ხალებისგან.
- გაჩნდა 30 წლის შემდეგ.
- ზოგჯერ გექავებათ ან აღინშნება სისხლდენა.
- მისი ფერი არ არის თანაბარი.
- მისი ერთი ნაწილი განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე მეორე.
- მისი დიამეტრი უფრო დიდია, ვიდრე ფანქრის საშლელი
თემები: რჩევები ქალებს, რჩევები