ამინდის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ჩვენი გარდერობიც. შემოდგომაზე დროა დაივიწყოთ საზაფხულო კაბების სიმსუბუქე და გრილი საღამოებისთვის მოემზადოთ.
ადრიანი შემოდგომის საკუთესი სტილის ინსპირაცია კი, რა თქმა უნდა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული აღმოჩნდა. ეს განსხვავებილი, დახვეწილი და პრაქტიკული ლუქები, ნამდვილად დაიპყრობს მოდური ქალების გულებს!ის, რაც ყველა მოდური ქალის გარდერობში უნდა იყოს
მაღალი ხარისხის, თეთრი მაისური, რომელიც ყველაფერს უხდება, კლასიკად ქცეული Ray-Ban-ის სათვალე და მოსახერხებელი შარვალი.
სამსახურში დაბრუნების დროა
შემოდგომა ხომ შვებულებიდან დაბრუნებას ნიშნავს.
მინიმალიზმის მაგია
მონოქრომული ლუქი ყოველთვის კარგი არჩევანია!
ზაფხულის ფერები
ადრიან შემოდგომაზე, თამამად შეგიძლიათ მოირგოთ ზაფხულის უდარდელი ფერები.
ახალი კლასიკა
უბრალოდ დაივიწყეთ პიჯაკი!
მსუბუქი და თბილი კრემისფერი
და ალბათ, არაფერი უხდება შემოდგომას უფრო მეტად, ვიდრე ხავერდოვანი კრემისფერი.
თემები: