ჯანმრთელობა

გამორჩეული სასტუმროები მთაში

გამორჩეული სასტუმროები მთაში

საქართველოს ბუნება გამორჩეულია მთებითა და ულამაზესი ხედებით, განსაკუთრებული ჰაერით და თავისუფლების შეგრძნებით, რომელიც დილით მთის წვერზე მზის ამოსვლისას აუცილებლად დაგეუფლებათ. ზაფხულის ცხელ დღეებში მთის სასტუმროები დასვენებისა და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


გთავაზობთ 5 საოცარ ადგილს მთებში, სადაც თქვენი დასვენების დღეები შეგიძლიათ დაუვიწყარი გახადოთ.
Bakuriani Inn Hotel & Apartments - ბაკურიანში, ბორჯომის რაიონში მოწყობილი ეს დაუვიწყარი ადგილი ბუნებაში დაკარგვის საშუალებას მოგცემთ, თანაც სრული კომფორტითა და მომსახურებით.



Fifth Season – სამთო ტურისტული კოტეჯი ჯუთაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე, საუკეთესო ხედით ჭაუხის მასივზე.



Hotel Galileo – თანამედროვე ადგილი აბასთუმანში ჯადოსნური ხედებით, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.



Becho House – იდეალური ადგილი ოჯახური დასვენებისთვის ზაფხულში, გასაოცარი ადგილობრივი კულინარიითა და ხედით უშბის მწევრვალზე.



Guest House Ardoti – მშვიდი საოჯახო სასტუმრო არდოტში, ხევსურეთში, კომფორტულად მოწყობილი ოთახებით და გასაოცარი ხედებით.


 

აუცილებლად მთაში უნდა დაისვენოთ, თუკი გსურთ, ხმაურსა და ხალხმრავლობას განერიდოთ. ზღვის დონიდან მაღლა ყოფნა აჯანსაღებს იმუნიტეტს და წონაში დაკლებას უწყობს ხელს. მცირდება გულის დაავადებების გაჩენის რისკი.


არსად არის ჰაერი ისეთი სუფთა, როგორც მთაში. სუფთა ჰაერი აგვარებს რესპირატორულ პრობლემებს. მთა შინაგან სიმშვიდეს და საკუთარ თავთან ჰარმონიას გაპოვნინებთ.