LIFE

5 ტყუილი, რომელსაც მამაკაცი ქალს ყველაზე ხშირად ეუბნება

5 ტყუილი, რომელსაც მამაკაცი ქალს ყველაზე ხშირად ეუბნება

 

  1. საცობში ვარ გაჭედილი, საყვარელო"

მამაკაცი, როგორც წესი, თანხმდება ქალს წავიდეს იმ ადგილზე, სადაც წასვლა არ სურს. მაგალითად, კინოში ნახოს ის ფილმი, რომელიც მისთვის საინტერესო არ არის. მაგრამ გადამწვეტ მომენტში, საცობი პრობლემის იდეალური გადაწყვეტაა. თითქოს, ძალიან უნდა წასვლა, მაგრამ, აგვიანდება და გვიან მისვლას, აზრი აღარც აქვს.
  1. წავიდეთ, მშვენივრად გამოიყურები!"

ასევე, მამაკაცებს ძალიან ღლით ქალების მოსამზადებელი პროცესი. სიმართლე რომ ვთქვათ, ელოდო სხვა ადამიანს, რომელიც საათობით არჩევს ტანსაცმელს ღონისძიებისთვის, არ არის ადვილი.
  1. შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ოდესმე მყვარებია

კაცები არასდროს აღიარებენ, რამდენჯერ ყვარებიათ და რამდენჯერ უტკენიათ მისთვის გული. სექსუალური პარტნიორები სხვა ამბავია, მაგრამ ისაუბრო შენს გატეხილ გულზე, ეს მამაკაცებისთვის ზედმეტად რთული თემაა.
  1. ბოდიში, გამომრჩა შენი ზარი"

შესაძლოა ამის ნაცვლად თქვს „ტელეფონი დამიჯდა“ ან „არ იჭერდა“. სინამდვილეში, სამივე ერთსა და იმავეს ნიშნავს - მე ვნახე, რომ მირეკავდი, მაგრამ შენთან საუბრის ხასიათზე არ ვიყავი. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს არ არის პრობლემა!
  1. რა თქმა უნდა, გისმენდი!“

მან იცის, რომ არ მოგეწონება, თუ გეტყვის, რომ იმდენხანს საუბრობდი ერთ თემაზე, გზაში კონცენტრაცია დაკარგა. ამიტომ მისი აზრით, ეს უვნებელი ტყუილი, ისევ შენს დასამშვიდებლადაა მოგონილი.