LIFE

რომელია შენი ხასიათის ტიპი? -  ყველაფერი ალფა ადამიანების შესახებ

რომელია შენი ხასიათის ტიპი? -  ყველაფერი ალფა ადამიანების შესახებ

სამყაროში ყველა ადამიანი განსხვავებულია. თუმცა, როგორც წესი, ფსიქოლოგები ხასიათს 4 ძირითად ტიპს გამოჰყოფენ. მათგან უპირველესი და ყველაზე ცნობილია ალფა ტიპი. მოდით, ერთად გავარკვიოთ, გაქვთ თუ არა ალფა ტიპის ხასიათი!

როგორია ალფა ადამიანი?

ალფა ადამიანს სამი დომინანტური თვისება აქვს. ესენია: კონკურენტუნარიანობა, სისწრაფე და წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

ალფა ტიპის ადამიანები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობენ თავიანთ საქმიანობას. მათ აქვთ სურვილი, მიაღწიონ სრულყოფილებას, ამიტომ ამ ტიპის ადამიანს უჭირს შეცდომის დაშვება. მათ სურთ პირველობა - არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ აქვთ ძლიერი სურვილი სხვებს დაუმტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები. ეს კონკურენტუნარიანობა ვლინდება როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე სამსახურში ან თუნდაც სპორტში.



ამ ადამიანებს სძულს არაპროდუქტიულობა და ეშინიათ დაგვიანების. ისინი ძალიან მოუთმენელი ადამიანები არიან და ყველა საქმეს ძალიან სწრაფად აკეთებენ. იქნება ეს ლაპარაკი, სიარული თუ ჭამა, ისინი ყოველთვის ცდილობენ მოასწრონ რაც შეიძლება მეტი. მათ ხშირად მათ შრომისმოყვარე ადამიანებად მოიხსენიებენ, რადგან ალფა ადამიანებს არ შეუძლიათ უსაქმოდ ჯდომა. მათ უჭირთ დასვენება - ამ დროს, ისინი ფიქრობენ, რომ დროს უბრალოდ კარგავენ.

ამასთან ერთად, ალფა ტიპის პიროვნებებს, აქვთ პესიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და უჭირთ რეალისტურად დააფასონ საკუთარი თავი.

ალფა ადამიანის 4 ყველაზე დადებითი თვისება:

  1. შრომისმოყვარეობა
  2. ამბიციურობა
  3. ლიდერობის უნარები
  4. გამძლეობა

ალფა ადამიანის 4 ყველაზე უარყოფითი თვისება:

  1. შფოთვითი აშლილობა
  2. ჯანმრთელობის პრობლემებისადმი მიდრეკილება
  3. იზოლირების სურვილი
  4. სიხისტე

რა პროფესია უნდა აირჩიონ ალფა ადამიანებმა?

ალფა ტიპის პიროვნებები მშვენივრად ირგებენ ლიდერის როლებს და წარმატებით მართვენ სოციალურ ურთიერთობებს. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებს დაანახონ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მიზნებს, განსაკუთრებით კი ისეთებს, რომელთა მიღწევაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია.   

ამ ადამიანებისთვის, იდეალური სამსახური გულისხმობს სტრესულ სიტუაციებს და სწრაფად ცვლად გარემოს. იმის გამო, რომ ისინი ძალიან შრომისმოყვარე და ამბიციურები არიან, მათ შეიძლება არ იცოდნენ, როდისაა უკან დახევის დრო.



სწორედ ამ მახასიათებლების გამო, ალფა ტიპის ადამიანისთვის, საუკეთესო სფეროებია: ბიზნეს, მარკეტინგი, მენეჯმენტი ან ადმინისტრაცია. ისინი საუკეთესო ბიზნეს ანალიტიკოსები, მარკეტინგისა თუ ღონისძიების მენეჯერები და უბრალოდ, იდეალური მმართველები ხდებიან!