ჰოროსკოპი

2022 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის - ახალი სეზონი, ახალი ენერგია!

2022 წლის სექტემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის - ახალი სეზონი, ახალი ენერგია!

ვერძი

ძვირფასო ვერძებო, სექტემბერის თვეში თქვენ იყურებით მომავლისკენ და მხოლოდ მომავლისკენ. თქვენ იგრძნობთ, რომ თავად უნდა ააშენოთ თქვენი საკუთარი „იმპერია“ და ამისთვის, პირველი ნაბიჯების გადადგმას სწორედ ამ თვეში დაიწყებთ.

თქვენ აღარ გაინტერესებთ რა მოხდა წარსულში და აღარ ებრძვით მტკივნეულ მოგონებებს. ხანგრძლივი დარდის შემდეგ, თქვენ გაანალიზებთ, რომ მზად ხართ წარსული ჩამოიტოვოთ. ეს საქმე შესრულებულია, გაკვეთილი - წარმატებით ჩაბარებული, ახლა კი დროა საქმეზე გადახვიდეთ! სექტემბერში მომავალს პერსპექტიულად და ამაღელვებლად დაინახავთ და არავის მისცემთ უფლებას ხელი შეუშალოს თქვენს ხედვებს.

კურო

ძვირფასო კუროებო, შესაძლოა ამ თვეში თავი საკმაოდ დიდსულოვნად იგრძნოთ, მაგრამ მიზანშეწონილი იქნება, რომ თქვენი კეთილშობილება ფულადი იყოს და არა გონებრივი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლოა ზედმეტად ბევრი „რჩევა“ გასცეთ, რომელთა უმრავლესობა დაეფუძნება იმას, რაც თქვენ გსურთ და არა იმას, რაც სხვებს სჭირდებათ.

როგორც მიხვდით, სექტემბერში თავს ცოტათი ეგოისტად იგრძნობთ, მაგრამ საკუთარი თავის გამართლებასაც ადვილად მოახერხებთ. თქვენ ხომ რაღაც ძალიან დიდს და ძალიან მნიშვნელოვანს გეგმავთ!  

ტყუპები

ძვირფასო ტყუპებო, სექტემბერში მოსალოდნელია ცუდი სიზმრები. უკანასკნელი რამდენიმე თქვეა გამუდმებით ფიქრობთ წასვლაზე და ეს ფიქრები განადგურებთ. ვერ ხვდებით, რისი გეშინიათ, როცა უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენი რჩევაა გახსოვდეთ, რომ მართალია მხოლოდ თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ვერ აიძულებთ საკუთარ თავს გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გსურთ.

სექტემბერში თქვენი არაბუნებრივი შიში კიდევ უფრო გაიზრდება და ეს რეტროგრადული მერკურის ეფექტი იქნება. შესაძლოა, თქვენ ჩვეულებრივზე მეტად პარანოიული იყოთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს უბრალოდ ცუდი ემოციებია, ცუდი ცხოვრება კი არა. მიეცით თავს მოდუნების და დასვენების უფლება!

კირჩხიბი

ძვირფასო კირჩხიბებო, სექტემბერში მიიღებთ თქვენი დიდი შრომის ტკბილ შედეგს.  სამსახურში, ეს შეიძლება ნიშნავდეს ხელფასის გაზრდას ან დაწინაურებას; პირად ცხოვრებაში, მეტ ბედნიერ მომენტებს; რომანტიკულ ურთიერთობებში კი - სერიოზულ ნაბიჯს.  

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, თქვენ გინდოდათ ცხოვრების გახალისება, ეს თვე კი, სწორედ ამ შანსს მოგცემთ. თქვენ ბევრი იმუშავეთ იმისთვის, რომ ყოფილიყავით იქ, სადაც დღეს ხართ, ამიტომ იამაყეთ საკუთარი თავით!

ლომი

ძვირფასო ლომებო, თუ სექტემბერში მნიშვნელოვანი სოციალური გეგმები გქონდათ - დაივიწყეთ. ახალი სეზონის დაწყებისთანავე თქვენ მიხვდებით, რომ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა და საკუთარ თავზე მუშაობა გსურთ. დიახ, თქვენ შეიძლება სოციალური არსება ხართ, მაგრამ ასევე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის, როდის უნდა დაისვენოს - და ახლა, სწორედ ამის დროა.  

თქვენ გექნებათ ძლიერი სურვილი გაანალიზოთ ის შეცდომები, რომლებიც წარსულში დაუშვით, გაარკვიოთ, კონკრეტულად რა დააშავეთ და ისწავლოთ გაკვეთილი, რათა მომავალში, იგივე სიტუაციაში აღარ აღმოჩნდეთ.

ქალწული

ძვირფასო ქალწულებო, შესაძლებლობები ყველა მხრიდან თქვენკენ მოიჩქარის! კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ მზად იქნებით მიიღოთ ყველაფერი ის, რასაც სამყარო გთავაზობთ. ამ თვეში აუცილებლად გაუმჯობესდება ფინანსები და სამყაროში თავს ჩვეულებრივზე ცოტა უფრო მშვიდად იგრძნობთ.

სექტემბერში თქვენ ზუსტად იცით ვინ ხართ, რა არის თქვენი ნაკლი და რა არის თქვენი ძლიერი მხარე. დიახ, ახალი სეზონი შესანიშნავ ნოტაზე იწყება!

სასწორი

ძვირფასო სასწორებო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე სოციალური არ ხართ, ამ თვეში მეგობრებთან ერთად კარგ დროს გაატარებთ. ეს იქნება „ერთად შეკრების“ დრო თქვენთვის.

ახლა, როდესაც ზაფხული იწურება, თქვენ გრძნობთ, რომ ნამდვილად არ გსურთ დიდი ძალისხმევის დახარჯვა წვეულებებზე ან უბრალოდ ღამის საუბრებზე. სექტემბერი შეცვლის ამ ტენდენციას და გართობისა თუ მხიარულების ცენტრისკენ გიბიძგებთ. ამ თვეში, მეგობრები თქვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნება, რადგან ისინი ყველა ემოციური დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებიან.

მორიელი

ძვირფასო მორიელებო, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ასე გააგრძელეთ, რადგან თქვენთვის ის ძალიან კარგად მუშაობს. გპირდებით, რომ ამ თვეში, ოჯახთან ერთად ძალიან კარგ დროს გაატარებთ - თქვენ რაღაც მნიშვნელოვანსა და კარგს აღნიშნავთ. იქნება ეს პირადი ურთიერთობა თუ კარიერა, თქვენს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დადებითი მოხდება.

ეს ის დროა, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდით. საზეიმო აღნიშვნები, ღონისძიებები და წვეულებები, ამ თვის განუყოფელი ნაწილი იქნება.

მშვილდოსანი

ძვირფასო მშვილდოსნებო, სექტემბერში თქვენი ყურადღება ფულის გამომუშავებაზე იქნება გადატანილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არც თუ ისე რომანტიკულად ჟღერდეს, ეს ის არის რაც ახლა გსურთ! თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი ყველა შესაძლო შემოთავაზებით, გადაერთვებით ახალ პროექტებზე და უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებთ.

ეს შესანიშნავი დროა, რათა გააკეთოთ გარკვეული დანაზოგი და სამომავლოდ, თქვენი ოცნების მოგზაურობა რეალობად გადააქციოთ!

თხის რქა

ძვირფასო თხის რქებო, სექტემბრის თვეში მღვრიე წყლებში მოგიწევთ სიარული, მაგრამ ყველა დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდებით!

სამსახურში გაგრძელდება ჩვეული მდგომარეობა, მაგრამ სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბება. შესაძლოა, ეს ნეგატიურად ჟღერდეს, მაგრამ თქვენ იქნებით ის, ვინც მიიღებს ყველაზე დიდ გადაწყვეტილებებს, თანაც - წარმატებით. ამის გამო მარტივად აღმოჩნდებით ზემდგომების ყურადღების ცენტრში და კუთვნილ დაწინაურებას მიიღებთ. ამ თვეში, თქვენ ძლიერი და ბრწყინვალე იქნებით!

მერწყული

ძვირფასო მერწყულებო, სექტემბერში თქვენი მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება ფულის, ინვესტიციებისა და ფინანსური გადაყწვეტილებებისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეიძლება ფინანსურად კარგად ხართ, მაგრამ „გააკეთო ყველაფერი სწორად“, თქვენთვის მოსაწყენი და დამღლელია.

ამ თვეში კარგი იქნება, თუ არავის მოუყვებით თქვენი ფინანსური ცხოვრების შესახებ, რადგან ყველას შეშურდება, რომ არ აქვს ის, რაც თქვენ  - ფულის მოზიდივის მაგნიტური უნარები.

თევზები

ძვირფასო თევზებო, სექტემბერი მოგცემთ იმას, რაც ყველაზე მეტად გიყვარს: უნარს, შეცვალოთ იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც ყველაზე მეტად გიყვართ. უფრო სწორად, ეს შეიძლება გავრცელდეს ცხოველებზეც - ჩვენ ხომ კარგად ვიცით თქვენი დიდი გულის ამბავი!

სექტემბერი მოგცემთ ძალას, რომ თქვენი სუპერ თანამგრძნობი გული სხვებს გაუზიაროთ. თქვენ გრძნობთ, რომ დაიბადეთ იმისთვის, რათა სხვებს ემსახუროთ. ეს მართალიცაა, სხვას ვის შეუძლია თქვენნაირი თანაგრძნობა და გვერდში დგომა?