9 სტატისტიკურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს, განქორწინდებით თუ არა
- 03.09.2022

სიყვარული და ქორწინება სამყაროში ყველა დროის ყველაზე აქტუალური თემებია. ხოლო განქორწინება ის საკითხია, რომელსაც ყველაზე ხშირად იკვლევენ მეცნიერები. მაშ ასე, თქვენს წინაშეა 9 უცნაური, თუმცა სტატისტიკურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც განსაზღვრავს, განქორწინდებით თუ არა...
-
თუ ქორწილში ბევრი ფული დახარჯეთ, უფრო სავარაუდოა, რომ განქორწინდებით.
ამერიკის შემთხვევაში, ეს თანხა 20 000 $-ია, ქართულ რეალობაში, ეს რიცხვი დადასტურებული არ არის. თუმცა, ფაქტი ერთია, რომ ქორწილი არ არის მხოლოდ წვეულება - ეს თქვენი ერთად ცხოვრების დასაწყისია. იაფი ქორწილები ხშირად გვთავაზობენ ფინანსურად გონივრულ არჩევანს, რაც მეტად სტაბილური ქორწინების საფუძველია.
-
თუ თქვენი მეუღლე ონლაინ ესაუბრება სხვა ადამიანს, დიდი შანსია, რომ საბოლოოდ განქორწინდებით.
ამ ფაქტში ყველაზე ცუდი ის ნაწილია, რომ მამაკაცების 54% ამას ღალატად არ თვლის.
-
თუ ეკლესია ერთად რეგულარულად დადიხართ, მაშინ ნაკლები შანსია, რომ განქორწინდებით.
აქ მნიშვნელოვანია სიტყვა „რეგულარულად“ და არა „ზოგჯერ“...
-
თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე ფულს ძალიან აფასებთ, განქორწინების შანსი ძალიან მაღალია.
ამავდროულად, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მეუღლეები, რომლებიც განსაკუთრებით აფასებენ პიროვნული თვისებებს ან ერთგულებას, იშვიათად შორდებიან.
-
თუ წყვილში ერთი ადამიანი მწეველია, თქვენი განქორწინების ალბათობა 75%-ია.
ხოლო თუ არცერთი თქვენგანი არ ეწევით ან ორივე მწეველები ხართ, ეს შანსი მნიშვნელოვნად იკლებს.
-
უმაღლესი განათლების მიღება 13%-ით შეგიმცირებთ განქორწინების ალბათობას.
განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ წყვილებს შორისაა, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ.
-
თუ თქვენი მშობლები განქორწინებული არიან, მაშინ 40 %-ით მეტია შანსი, რომ თქვენც განქორწინდებით.
კვლევებმა ვერ გაარკვია, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია!
-
თუ ეს თქვენი მეორე ქორწინებაა, მაშინ განქორწინების შანსი 63%-ია.
მესამე ქორწინება კიდევ უფრო უარესია - ყოველი 4-დან, 3 განქორწინებით მთავრდება.
-
თუ 18-დან 25 წლამდე დაქორწინდით, დიდი ალბათობით განქორწინდებით.
თუმცა, თუ პირველად 35 წლის ზემოთ დაქორწინდით, დიდია შანსი, რომ მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ!
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია