ჰოროსკოპი

9 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება

9 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება

რეტროგრადული მერკური ყოველთვის ცუდის ნიშანი არ არის:
9 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე,ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება

 
  1. კურო

(20 აპრილი - 20 მაისი)

ამ რეტროგრადული მერკურის გამოცდილება თქვენთვის იმდენაც მძიმე არ იქნება, რამდენადაც თქვენი მეგობრებისთვის. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივ, თქვენ არ გაქვთ კომუნიკაციის პრობლემა და მარტივად ეუბნებით სხვა ადამიანს, თუ რისი მიღება გსურთ.

ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც სამ კვირის განმავლობაში გაგრძელდება, პირად ურთიერთობებში ასეთი ტენდენცია გამოვლინდება: თქვენ გააკეთებთ არჩევანს, მოაგვაროთ პრობლემები ან სამუდამოდ დაასრულოთ ურთიერთობა.

თანაც, მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობის სტატუსს - თქვენი მეუღლეა, შეყვარებული თუ ბიჭი, რომელიც 1 თვის წინ გაიცანით. ახლა ყველაფერი ან გამოსწორდება, ან დასრულდება.
  1. ქალწული

(23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

იმის გამო, რომ ეს თქვენი სეზონია, თქვენ გექნებათ განწყობა, რომ „ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება". მიუხედავად იმისა, რომ მერკური რეტროგრადულია, ეს ტრანზიტი თქვენთვის ტრაგიკული არ იქნება. ის საშუალებას მოცემთ რეალურად გააცნობიეროთ თქვენი სურვილები და ისე დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, როგორც მოგესურვებათ.

ამ პერიოდის განმავლობაში გაანალიზებთ, რომ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი, არ ხართსხვა წყვილებიდა ყველაფერს თქვენებურად აკეთებთ. თქვენ აღარ შეედრებით თქვენს მეგობრებს და დააფასებთ კონკრეტულ ურთიერთობას.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, მომდევნო თვეების განმავლობაში, თქვენ აღარ ინერვიულებთ იმაზე, რაც არ გაქვთ. თქვენ გაანალიზებთ, რომ სიყვარული, რომელისაც თქვენ გრძნობთ, ძალიან ხშირად ისაა, რაც „სხვა წყვილებს“ აკლიათ.
  1. თევზები

(19 თებერვალი - 20 მარტი)

მერკურის რეტროგრადული პერიოდის განმავლობაში, თქვენ გახდებით მოწმე იმისა, რაც შეიძლება სასწაულადაც კი მიიჩნიოთ: თქვენ და თქვენი პარტნიორი მიიღებთ გადაწყვეტილებას, გადახედოთ ყველა იმ საკითხს, რაც გაწუხებთ, რათა მოაგვაროთ ყველა არსებული თუ ფარული პრობლემა.

დაიმახსოვრეთ, მერკურის ნებისმიერი ტრანზიტის დროს, რეტროგრადული ის თუ არა, ჩვენ ცხოვრებას ჩვენი აზრები მართავს; ჩვენ შეგვიძლია მოვაგვაროთ ყველაფერი, თუკი მერკური დაგვეხმარება. აშკარა, რომ თქვენ ახალი სუნთქვა გჭირდებათ. მერკური კი, სწორედ ამას გპირდებათ.

მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის?